Way ahead/Way behind სიტუაცია

ამ სტატიაში 

  • თქვენ ან ძალიან წინ ხართ, ან ძალიან უკან 
  • სტანდარტული თმაში: უბრალო ქოლდაუნი 

რას ნიშნავს way ahead/way behind? 

მსგავსი სიტუაციის განმასხვავებელი ნიშანთვისებაა: 

  • ... თქვენი ხელი ან  დიდი ფავორიტია, შესაბამისად ოპონენტს ძალიან ცოტა (საერთოდ არ აქვს) აუტები აქვს თქვენს წინააღმდეგ 
  • ...ან ძალიან უკან არის  და შესაბამისად თქვენ თითქმის არ გაქვთ აუტები ოპონენტის ხელთან მიმართებაში.

ანუ ან ძალიან წინ (way ahead) ხართ, ან ძალიან უკან (way behind) და მართლაც არ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი მდგომარეობა. მსგავსი ინფორმაციის დანაკლისი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგიადვილდებოდათ თამაში: თუ თქვენ წინ ხართ დებთ ველიუსთვის, ხოლო თუ უკან წვებით.

მაგალითი A: თქვენ პოზიციაში ხართ

Preflop: Hero is CO with A A

2 folds, Hero raises to $4, 2 folds, BB calls.

Flop: ($8,50)    K K 4    (2 players)

BB bets $6, Hero ?

ოპონენტს შეიძლება ყავდეს ჯიბის წყვილი ან უბრალოდ არა წყვილი ნებისმიერი კარტი, შესაბამისად მას თითქმის არ აქვს აუტები თქვენს წინააღმდეგ. (თქვენ ძალიან წინ ხართ).

თუ მას პაპა ყავს, მაშინ თქვენ მხოლოდ 2 აუტი გყავთ მის წინააღმდეგ შესაბამისად ძალიან უკან ხართ.

მაგალითი B: თქვენ გარე პოზიციაში ხართ

 

Preflop: Hero is BB with K Q

3 folds, BU raises to $4, SB folds, Hero calls.

Flop: ($8,50)  A A K    (2 players)

Hero ?

ბათონიდან რეიზი შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდეს. ოპონენტს შეიძლება ყავდეს ტუზი, ორი მაღალი კარტი ტუზის გარეშე, ნებისმიერი ჯიბის წყვილი ან ერთი ფერის კონექტორი. თუ ოპონენტს ტუზი ან  KK ყავს, თქვენ ძალიან უკან ხართ. თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ ძალიან წინ ხართ.

როგორ ვიმოქმედოთ WA/WB სიტუაციებში?

მსგავს სიტუაციებში მართებულია შემდეგი პრინციპები:

  • დაცვა კარგავს აზრს, რადგან თქვენ ან 90%+ ით ფავორიტები ხართ, ან 90%+ აუტსაიდერები.
  • უკეთესი ხელი არ დაწვება თქვენი რეიზის შემდეგ.
  • უარესი ხელი დაწვება თქვენი რეიზის შემდეგ.
  • უარესი ხელები ხშირად ეცდებიან ბანკიდან თქვენს გაგდებას.
  • საშუალო სიდიდის ბანკის თამაშისას, თქვენს ხელს აქვს საკმაოდ მაღალი შოუდაუნ-ველიუ.

ზემოთჩამოთვლილი ყველა არგუმენტი, მიუთითებს იმაზე რომ არ არის საჭირო ფსონის ან რეიზის გაკეთება. რადგან დადების შემთხვევაში თქვენ გაყრით უარეს ხელებს ბანკიდან და ასევე შექმნით იმის ალბათობას, რომ აგრესიულმა მოთამაშემ იბლეფოს და წაგართვათ საკმაოდ მაღალი შოუდაუნ-ველიუ. გათამაშების პასიური ხაზი, საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ბანკი და იაფად გამოავლინოთ ოპონენტის ბლეფი. მაგიდის სტრუქტურის და ოპონენტის ხელების შესაძლო დიაპაზონოს გათვალისწინებით თქვენ არ დგახართ დაცვის აუცილებლობის წინაშე: თქვენ თამაშობთ ბანკის კონტროლისა და ბლეფის პროვოცირებისთვის.

შესაბამისად სტანდარტული  გათამაშების ხაზი WA/WB სიტუაციებში არის: (check/)call ყველა ქუჩაზე!

ცხადია ასე უნდა ითამაშოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებულნი ხართ რომ იმყოფებით WA/WB სიტუაციაში. ცხადია დარიგების მიმდინარეობისას, თქვენ შეიძლება შეიცვალოთ წარმოდგენა ოპონენტის ქმედებებზე დაყრდნობით. შესაბამისად ფოლდი მუდმივად რჩება გასათვალისწინებელ ალტერნატივად. ვაჭრობის ბოლო რაუნდებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ახლად შემოსულ ინფორმაციებს. თქვენ არ უნდა დაქოლოთ ოპონენტის დიდი ფსონები მხოლოდ იმიტომ, რომ ფლოპზე ან თერნზე ჩათვალეთ რომ WA/WB სიტუაციაში იყავით. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური