პრეფლოპი - 3-ბეთ "ლაითი"

პრე-ფლოპ 3-ბეთ "ლაითი"

შესავალი 

ამ სტატიაშია   
  • 3-ბეთ "ლაითი" ჩვენ ხელს ძნელად წასაკითხს ხდის და საშუალებას  გვაძლევს მოვიგოთ ბევრი მცირე ბანკი. 
  • ტაგები და ნახევრად-ლაგები ასეთი 3ბეტების საუკეთესო სამიზნეებია 
  • ეფექტური სტეკი მინიმუმ 71BB-ს უნდა შეადგენდეს . 
  • 3-ბეტ "ლაითი"-ის წინააღმდეგ ეფექტურია 4ბეტ დიაპაზონის გაფართოვება 

3-ბეტ "ლაითი" სხვა არაფერია თუ არა  3ბეტი არა პრემიუმ კლასის ხელით, რომელიც მრავალი ფაქტორითაა განპირობებულ და კეთდება მხოლოდ ერთ ოპონენტთან, (ქოლდ ქოლერები სასურველნი ამ დროს არ არიან!).  

ეს სტატია გაგვაცნობს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს რომლებიც გასათვალისწინებელია გადაწყვეტილების მისაღებად .თქვენ გაიგებთ ფუძემდებლურ კონცეფციას რომელიც საშუალებას მოგცემთ 3-ბეტ "ლაითი " თქვენს სათამაშო არსენალში ჩართოთ და ოდნავ გასცდეთ  ტაიტურ АBC-პოკერს ,რომელიც არ არის საკმარისი  NL200ზე მაღალ ლიმიტებზე სათამაშოდ .  

3-ბეტ "ლაითი"-ს მეშვეობით თქვენი თამაში უფრო კრეატიული გახდება და თქვენ არსებითად გაიზრდებით როგორც პოკერის მოთამაშე.  


რატომ უნდა გავაკეთოთ 3-ბეტ "ლაითი" უფრო ფართო დიაპაზონით? 

სტანდარტული  3ბეტ დიაპაზონი რომელიც ადრე იყო წარმოდგენილი ასე გამოიყურება JJ+, AQs+ и AKo. ამ დიაპაზონს რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს კერძოდ კი ის, რომ ოპონენტი რომელიც  მსგავსად ფიქრობს თქვენ სწორედ ამ დიაპაზონს მოგაკუთვნებთ.   

ამის გამო უმეტეს შემთხვევაში მას არ გაუჭირდება სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუ თქვენ 3ბეტ ბანკს ტაგ-თან თამაშობთ ის ჩათვლის რომ თქვენ სწორედ ეს დიაპაზონი გყავთ, ის თუ თამაშს გააგრძელებს პოსტფლოპზე თქვენ უკან იქნებით წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ დაყრის კარტს. 

რადგან ჩვენ ვიცით რომ ოპონენტი ჩვენნაირად ფიქრობს და საკმაოდ ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ჩვენი დიაპაზონი  ეს დიდ პრობლემას გვიქმნის. რადგან ჩვენი ხელი საკმაოდ ძლიერია, ხოლო  ბანკი იმდენად დიდი, რომ  პოტ-ოდსების გათვალისწინებით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ  გათამაშება მიუხედავათ იმისა, რომ დარწმუნებული ვართ ჩვენს უკან ყოფნაში. 

თუ ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს 3ბეტ დიაპაზონს ადრე თუ გვიან ისე მოხდება რომ შოუდაუნზე ჩვენ რაღაც 97s-ის მსგავს ხელს გავხსნით, ამის შემდეგ ოპონენტებს გაუჭირდებათ ჩვენთვის ტაიტური დიაპაზონის მონიჭება, რადგან დასაწყისში თქვენ მათ აბსოლუტურ მანიაკად მოეჩვენებით თქვენი იმიჯის და მეტაგეიმინგის (ეს ტერმინი გამოიყენება იმ ქმედების, სტრატეგიის და მეთოდის აღსაწერად რომელიც სცდება თამაშის აღიარებულ ჩარჩოებს)  შედეგად იქამდე მივალთ, რომ თქვენ ძალიან დიდ ექშენს მიიღებთ როცა გააკეთებთ 3ბეთს იმ ძლიერი ხელით რომელიც სწორედ იმ ლეგალურ დიაპაზონში ხვდება. ახლა ჩვენი ჯიბის ტუზებს მხოლოდ დამები და მეფეები კი არ აანაზღაურებენ არამედ პოსტფლოპზე  ტოპ-წყვილიც კი დაგვიქოლავს სუსტი კიკერით, რადგან ოპონენტი იფიქრებს რომ ჩვენ 3ბეტს რაიმე ნაგავი ხელით ვაკეთებთ. 

მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის იმისა რომ ჩვენი ვინრეიტი დისტანციაზე გაიზრდება. ჩვენ ასევე უფრო ხშირად წავიღებთ ბანკს კონტბეტით ან პრეფლოპზევე.  NL200-იდან დაწყებული, კარგი იქნება თუ 3-ბეტ "ლაითი" ფსონების გაკეთებას ვისწავლით რადგან მისი საშუალებით ჩვენ შეგვეძლება მოვუგოთ ABC-ტაგებს რომლებიც მულტითეიბლინგს თამაშობენ, ისინი თავიანთი ოუფენ რეიზიდან გამომდინარე ხშირად დაყრიან  ხელს ან 4ბეტს გააკეთებენ რაც  უმრავლეს შემთხვევაში QQ+ ან AK-ს ნიშნავს.  

ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო ლიმიტების ზევით ჩვენ ხშირად შეგვხვდებიან მოაზროვნე ოპონენტები რომლებიც ამ ხერხს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ თუ ჩვენ არ მოვახდენთ ადაპტირებას. 

რა ფაქტორები უნდა მივიღოთ მხედველობაში? 

აქ აღწერილი იქნება ფაქტორები  რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ 3-ბეტ "ლაითი"-ს დროს. მთავარია თითოეული ეს ფაქტორი იზოლირებულად არ განვიხილოთ. მთავარი აქ ფაქტორების თანხვედრაა, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ერთი ფაქტორი ამ ხერხის სასარგებლოდ მეტყველებდეს ხოლო მეორე აფერხებდეს მის გამოყენებას ჩვენ ყველა პირობა უნდა გავითვალისწინოთ  და ისე უნდა გადავწყვიტოთ ხელშემწყობი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია თუ ხელისშემშლელი ფაქტორი. 

შენიშვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტორების მნიშვნელოვნება ყოველთვის ერთიდაიგივე არ არის. ერთ შემთხვევაში შეიძლება ოპონენტის ტიპი იყოს მნიშვნელოვანი ხოლო მეორეში პოზიცია. იმისთვის რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება საჭიროა თამაშის ტიპის განსაზღვრა. რაც უფრო ღრმად შევისწავლით საკითხს მით უფრო ცხადი გახდება როგორ ვითამაშოთ სხვადასხვა სიტუაციაში ამიტომ ეს მუვი თავიდან სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ და თანდათან დავნერგოთ ჩვენს არსენალში, რადგან თუ ჩვენ მას  არასწორად გამოვიყენებთ ვინრეიტის გაზრდის მაგივრად ის ჩვენი ბანკროლის განადგურების საშუალებად გადაიქცევა. 

      
1. პოზიცია 

პოზიციის განხილვის დროს ვგულისხმობთ რომ შევსებულ  6-max მაგიდაზე ვთამაშობთ. რაც შეეხება პოზიციას აქ ორი რამეა გასათვალისწინებელი:  

 

  • იმ მოთამაშის პოზიცია რომელმაც ოუფენ-რეიზი გააკეთა  
  • ჩვენი პოზიცია ოუფენ-რეიზერის მიმართ 

a) ოუფენ-რეიზერის პოზიცია

ოუფენ- რეიზერის პოზიცია განისაზღვრება მისი ოუფენრეიზის დიაპაზონით .თუ იგი  UTG ან MP,მისი დიაპაზონი უფრო ძლიერი იქნება კატოფთან და ბატონთან შედარებით ანუ როცა ის იმყოფება ბლაინდების პოტენციური  სტილინგის პოზიციაში. 3-ბეტ "ლაითი"-ს გასაკეთებლად  ბუნებრივია ჩვენ გვირჩევნია მისი დიაპაზონი უფრო ფართო იყოს მაშინ ის  ხშირად დაგვიყრის კარტს და  ჩვენ მაშინვე წავიღებთ ბანკს. 

უფრო ვიწრო ტაიტური დიაპაზონის შემთხვევაში ჩვენ 4ბეტს მივიღებთ და კარტის დაყრა მოგვიწევს ან ქოლის შემთხვევაში  ჩვენ მისი დიაპაზონის უკან ვიქნებით და პოსტფლოპზე ჩვენი სუსტი ხელის დაყრა მოგვიწევს. 

b) ჩვენი პოზიცია ოუფენრეიზერთან მიმართებაში

აქ მხოლოდ ორი ვარიანტია. ჩვენ პოსტფლოპზე ან გვექნება პოზიცია ან არა. უპოზიციოდ  მხოლოდ მაშინ ვიქნებით როცა ბლაინდებს ვიცავთ ლიმპ/რეიზიც ერთერთი ვარიანტია მაგრამ ეს ძალიან სფეციფიკური სვლაა და აქ არ განვიხილავთ.  თუ ბლაინდების დაცვას ვახორციელებთ მართალია არ გვაქვს პოზიცია მაგრამ გვაქვს პირველი სვლის უფლება და შეიძლება ბანკი კონტბეტით წავიღოთ. 

ჩვენი 3ბეტის გამო ბანკი ფლოპზე უკვე დიდია და პოზიციის არ ქონა არც ისე საგრძნობია ბლაინდებიდან ქოლდ-ქოლისგან განსხვავებით. საერთოდ ჩვენი გადაწყვეტილება პოსტფლოპზე მით უფრო მარტივია რაც უფრო დიდია ბანკის ზომა ამიტომ ჩვენი 3ბეტი უპოზიციოდ უფრო დიდი უნდა იყოს ვიდრე პოზიციიდან და ბანკს ან ბანკზე ოდნავ მეტს უნდა შეადგენდეს.

კონტბეტი პრფლოპ 3ბეტით გაზრდილ ბანკში იძლევა მაქსიმალურ ფოლდ-ექუითის და მოცემულ სიტუაციას  +EV-ად აქცევს. მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ოპონენტებს რომლებსაც  ფლოატინგი უყვართ 3ბეტ ბანკებში,  რათა მათ არ მოახდინონ ჩვენი ექსპლუატაცია. მათთვის ხელის შესაშლელად ხანდახან ჩექ-რეიზი უნდა ვითამაშოთ ტერნზე ძლიერი ხელით.

თუ პოსტფლოპზე პოზიციაში ვართ მაშინ პოზიციური უპირატესობა ჩვენს მხარეზეა. ეს ნიშნავს რომ პრეფლოპ 3ბეტი არ არის აუცილებელი დიდი იყოს, ფსონის სიდიდის საზომი ერთეული აქაც ბანკია ფსონი აქ ბანკზე ოდნავ  მცირე უნდა იყოს.  

ოპონენტი პოზიციის არქონის გამო ხშირად დაყრის კარტს ჩვენი 3ბეტის პასუხად თავისი დიაპაზონის დიდ ნაწილს. ანუ ჩვენ უფრო ხშირად 3ბეტი  სწორედ ასეთ სიტუაციაში უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით კარგია 3ბეტი ბატონზე როცა ოუფენ-რეიზერი კატოფია.მისი დიაპაზონი ისეთი ფართოა რომ ჩვენი 3ბეტი აუცილებლად  +EV-მუვი იქნება, რადგან ოპონენტს ძალიან ხშირად მოუწევს კარტის დაყრა.  

ცხადია რომ პოზიციაში ჩვენ ყოველთვის გვექნება კონტროლი გათამაშებაზე  ამიტომ ისეთი ხელით  როგორიცაა მაგალითად 87s ან 88, ჩვენ ხშირად შევძლებთ ველიუს აკრეფვას თუ მონსტრს დავიჭერთ.  

2. სტეკების ზომა

ეფექტური სტეკის გათვალისწინება  ყოველთვის მნიშვენელოვანია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ არ შეიძლება 3ბეტის გაკეთება შორთ-სტეკებისთვის, ჩვენ ხშირად მოგვიწევს კარგი ოდსების საფუძველზე დავქოლოთ ოპონენტის პუში, და შოუდაუნზე ვაჩვენოთ ისეთი ხელი როგორიცაა მაგალითად 53s რითიც ჩვენ 3ბეტი გავაკეთეთ ეს "შესანიშნავად" აისახება ჩვენს იმიჯზე. 

ჩვენ სტეკების ისეთი თანაფარდობა გვჭირდება რომლის დროსაც ფსონით როგორც პრეფლოპზე ასევე ფლოპზე თამაშისას საკმარის ფოლდ-ექუითის მივიღებთ ბანკზე მიბმის გარეშე. 

დასაწყისისთვის საჭიროა განვმარტოთ თუ რა განსხვავებაა 3ბეტ ბანკსა და დარეიზებულ ბანკს შორის. აქ მნიშვნელოვანი მომენტია კონტბეთის ზომა 3ბეტ ბანკის დროს. 

მცირე შეცდომაა როცა 3ბეტ ბანკში ჩვენი კონტბეთი იგივე ზომისაა რაც დარეიზებული ბანკის დროს, ჩვენ ხშირად ვახდენთ ან დროს ბევრი ფულის ინვესტირებას  ბანკში მაშინ როცა მხოლოდ ნაგავი ხელი გვყავს ფლოპზე. 

3ბეტ ბანკში კონტბეთის ზომა ჩვეულებრივ ბანკის 1/2 ან 1/3 უნდა იყოს რაც საკმარისია როგორც ფოლდ-ექუითის მისაღებად ასევე მზა ხელის დასაცავად მაშინ როცა ფლოპში მოვხვდით. რადგანაც ასეთი ბანკი უკვე დიდი ზომისაა ჩვენ არ გვჭირდება დიდი ფსონების ველიუს მისაღებად .თუ ჩვენი მიზანია ოლლ-ინი რივერზე მაშინ სავსებით მისაღებია ფსონები ბანკის 60 პროცენტის ოდენობით. 

მოვლენები ასე შეიძლება განვითარდეს გათამაშებაში:

0,5 BB - ბატარა ბლაინდის რაოდენობა 

1 BB - დიდი ბლაინდის რაოდენობა 

3,5 BB - ოუფენ-რეიზერის რეიზის რაოდენობა 

BB - ჩვენი 3ბეტის რაოდენობა  ოუფენ-რეიზერის ქოლის შემდეგ(რეიკის გაუთვალისწინებლად) ბანკის რაოდენობა დაახლოებით 25,5 BB იქნება.  

BB-19 BB კონტბეთის და ქოლის შემდეგ ბანკი უკვე  51,5 BB-ის და 63,5 BB-ს შორის იმერყევებს.  

თეგები

რუმები

ქართული უცხოური