პოკერის მოთამაშის ფსიქოლოგიური ხრიკები

+ პოსტის დამატება

ყველას უყვარს იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენადაა პოკერი დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე და რამდენად მეორეხარისხოვანია კარტები. სრული სისულელე! მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ჭრილში, პოკერს ფსიქოლოგიის თამაში შეიძლება ვუწოდოთ, ის მაინც კარტების თამაშად რჩება.

იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ ფსიქოლოგიის როლი პოკერში, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ პოკერი ძალიან კომპლექსური თამაშია, რომლშიც მნიშვნელოვანია სავარძელიც კი, რომელშიც თამაშის დროს ზიხართ. რამდენადაც პოკერს "სავარძლის თამაშს" ვერ დავარქმევთ, იმდენად არ შეიძლება ეწოდოს მას მხოლოდ ფსიქოლოგიის, მათემატიკისა ან სტრატეგიების თამაში.

დავუბრუნდეთ ფსიქოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფსიქოლოგიის ფაქტორს პოკერში გადაჭარბებულად ესმება ხაზი, ხშირად, ბევრი, გონებისა და ტვინის გავლენას ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, საერთოდ ვერ აღიქვამს. პოკერი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიის თამაში, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ სხვა თამაშს, რომელშიც ფსიქოლოგია ამხელა როლს ასრულებს. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა შეგეძლოთ სხვების წაკითხვა, რთული მათემატიკური სიტუაციების სწრაფი გადაჭრა, სტრატეგიები და ტაქტიკები სხვადასხვა მოთამაშეებთან, მაგრამ გრძელ დისტანციაზე, თქვენი კარიერა, მეტწილად ფსიქოლოგიურ კონცეფტებზეა დამოკიდებული. 

მოკლედ რომ ვთქვათ: თქვენ გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევთ, თუ შეძლებთ საკუთარი ტვინის კონტროლს. ეს რჩევა არამხოლოდ თამაშს, არამედ ყოველდღიურობას შეეხება. ამ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ტექნიკებზე: პოზიტიური ვიზუალიზაციასა და რეგულირება.. 

1. პოზიტიური ვიზუალიზაცია - ითამაშეთ, როგორც პროფესიონალმა

არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის მოთამაშე ხართ, პოკერის თამაში, განსაკუთრებით ლაივ პოკერის თამაში საკმაოდ სტრესულია, გამოცდილი მოთამაშეებისთვისაც კი.სტრესი ერთის მხრივ კარგიცაა: სტრესის დროს ადრენალინის გამოყოფა, ადამიანს აიძულებს იყოს ფხიზელი, გაცილებით ყურადღებიანი და გაცილებით სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები. თუმცა, "ჯანმრთელი" სტრესი თავისუფლად შეიძლება შიშად გადაიქცეს, რომელიც ფაქტიურად რეფლექსების პარალიზებას მოახდენს, შეანელებს გონების მუშაობის სიჩქარეს და თქვენც წაგებისკენ წახვალთ. ეს ყველაფერი კი წრეზე გაბრუნებთ - რაც უფრო მეტს წააგებთ, უფრო დაისტრესებით და მეტი სტრესის დროს კი უფრო მეტს წააგებთ. ამიტომაც გჭირდებათ იმ ტექნიკის ცოდნა, რომელსაც პროფესიონალი მოთამაშეები იყენებენ მორალური სიმტკიცის შესანარჩუნებლად. რა არის პოზიტიური ვიზუალიზაცია?

ეს საკმაოდ ადვილი, საინტერესო და, შეიძლება ითქვას, უფასო ტენიქნიკაა, თუმცა ერთი შეხედვით ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ. ივარჯიშეთ ამ ტექნიკაში ყოველ დღე, რადგან საჭირო, კრიტიკულ მომენტებში ის საკმაოდ გამოსადეგი იქნება. გამოძებნეთ მშვიდი დრო, მშვიდი ადგილი დღის განმავლობაში და წარმოიდგინეთ, როგორ მიდიხართ კაზინოში, სადაც თამაშს აპირებთ. დეტალურად წარმოიდგინეთ გარემო, კედლები, მაგიდები, ხმაური, ხალხი, ატმოსფერო. იგრძენით როგორი დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, ყველაფერი გამოგდით რასაც მოინდომებთ, იდეალურად თამაშობთ. იგრძენით ის შეგრძნებები, რასაც კარგი თამაში და გამარჯვება მოგცემთ. დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი ასე იქნება. ხმამაღლა გაიმეორეთ რამდენჯერმე, რომ თქენ ყველაფერი გამოგივათ. 

მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ როცა თქვენ ჯდებით მაგიდასთან, თქვენ გამარჯვებულის აზროვნება გჭირდებათ. რამდენადაც გამარჯვება ჯერ არ მოგიპოვებიათ, გონებაში გაჩნდება უამრავი ეჭვი, საშიში აზრი, დაძაბულობა, თავდაუჯერებლობა და ა.შ. თქვენ წინასწარ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ გამარჯვებული ხართ. აზროვნება, მიდგომა, ქცევები, საუბარი, წარმატებული მოთამაშის უნდა გქონდეთ. როცა გამარჯვების განწყობას იქმნით გონებაში, რეალურად, გაცილებით იუმჯობესებთ მოგების შანსებს, რადგან ტვინი პოზიტიური აზროვნების რეჟიმშია გადართული და ის შეგრძნებები, რაც პოკერის თამაშს მოსდევს თან, შიშისა და დაძაბულობის ნაცვლად, სიამოვნებას იწვევს.

 

2. რეგულირება

ვერცერთი მოთამაშე ვერ იქნება წარმატებული, თუ ის თავის თავში არ არის დარწმუნებული და არ აქვს უნარი გაუმკლავდეს მძიმე სიტუაციებს. როგორც ვთქვით, პოკერს უამრავი სტრესი მოსდევს, რისთვისაც მოთამაშე მზად უნდა იყოს. არსებობს საკუთარი შეგრძნებების მართვის უამრავი ტექნიკა, რომელიც მოთამაშისთვის კრიტიკულია. 

ხშირად გონება იტყუება. თქვენი ტვინი ინფორმაციას იმახსოვრებს სმენით, მხედველობით, ყნოსვით, გემოთი და შეხებით. ამ ინფორმაციის გარდა, ტვინს გააჩნია საკუთარი გარემო, ზნეობრივი, კულტურული და ა.შ. გარკვეული სიტყვების და ინფორმაციის თავისებურად აღქმა, შეიძლება საერთოდ ცვლიდეს ჩამოთვლილი ხუთი შეგრძნებით მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად: ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა უცნაური კვლევა - ადამიანების ორ ჯგუფს აძლევდნენ ერთი და იგივე სუნის შეგრძნების საშუალებას. ერთ ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ ყველის სუნი, მეორეს კი ნაკლებად სახარბიელო ინფორმაციას - რომ ეს იყო ადამიანის სხეულის სუნი. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ერთი და იგივე სუნზე, მეორე ჯგუფს გაცილებით ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, ვიდრე პირველს. გამოვიდა, რომ თუ გონებას ერთი და იგივე ინფორმაციას მივაწვდით რომელიმე შეგრძნების საშუალებით, მაგრამ სიტყვებით განსხვავებულ დატვირთვას შევძენთ, ეს ინფორმაცია სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული და, შესაბამისად, სხვადასხვა რეაქცია გამოიწვიოს. 

ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენთვის სასარგებლოდ, ასევე საზიანოდ. სიტყვების გარდა, თქვენი გონება აღიქვამს და იმახსოვრებს თქვენს ფიზიკურ მოქმედებებს სხვადასხვა ძლიერი ემოციის დროს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ემოცია ნეგატიურია თუ პოზიტიური. ამიტომაცაა, რომ ზოგი სურნელი, ხმა, მუსიკა, გემო ან კადრი, წამიერად გაბრუნებთ წარსულში და ზუსტად იგივე შეგრძნების განცდის საშუალებას გაძლევთ, რაც წლების წინ მოხდა. ზუსტად იგივე მეთოდებით მუშაობენ თერაპისტები ადამიანებთან, რომლებმაც ძლიერი ტრავმა გადაიტანეს. ზუსტად იგივე მიზეზით, საცხობები და ფასტფუდები იყენებენ სპეციალურ არომატიზატორებს, რომლებსაც დამახასიათებელი გემო და სუნი აქვთ. ამით, მსგავსი რესტორნები, სიტყვიერი ინფორმაციის გარეშე მოქმედებენ კლიენტის ან პოტენციური კლიენტის გონებაზე, რომელსაც სურს წარსულის შეგრძნებები განიცადოს და სულაც არ ადარდებს საჭმელი. 

გონების მოტყუება

რა კავშირია ამ ყველაფერსა და პოკერის სტრესულ გარემოს შორის? საკმაოდ მარტივი - ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გონებას მიაწოდოთ პოზიტიური სიგნალები, თქვენი სურვილისამებრ. სწორედ ამას ეძახიან რეგულირების მეთოდს. ეს მეთოდი არეგულირებს შეგრძნებისა და ემოციის ურთიერთობას და გონებას აწვდის რომელიმე ინფორმაციაზე ხელოვნურად დაკავშირებულ ემოციას. ამის საუკეთესო საშუალება შეხებაა, რადგან შეხების დროს არ გჭირდებათ არანაირი დამატებითი მოქმედება, სიტყვის თქმა, დროის ხარჯვა ფიქრებზე და ა.შ. ქვემოთ დეტალურადაა აღწერილი ამ მეთოდის პრაქტიკული გამოყენება:

1) მოძებნეთ თქვენთვის მისაღები ჟესტი. არ არსებობს სწორი ან არასწორი ჟესტი, მაგრამ რამდენადაც პოკერის თამაშს შეეხება საქმე, ის არ უნდა იყოს ზედმეტად გამოხატული. ეს შეიძლება იყოს ფეხების გადაჯვარედინება რამდენიმე წამით, თითების მოძრაობა ან ურთიერთშეხება, ხელის მეორე ხელზე შეხება და ა.შ. 

2) გამოიყენეთ ეს ჟესტი ყოველთვის, როცა რაიმე დადებითს გრძნობთ. გამოიყენეთ მაშინ, როცა თავს დაცულად და კარგად გრძნობთ, როცა სიამოვნებას იღებთ რამისგან, როცა ბედნიერი ხართ და ა.შ. აქ მთავარი გამეორებაა. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამ ჟესტს დადებითი ემოციების დროს, სხეული და გონება მიეჩვევა მის ხშირ გამოყენებას და საბოლოოდ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ სიტუაციაში, ამ ჟესტის გამოყენება ზუსტად იგივე თავდაჯერებულობის, დაცულობის, დადებითის, სიხარულისა და სიამოვნების შეგრძნებას მოგცემთ. 

3) სანამ ამ ჟესტებს პოკერის მაგიდასთან გამოიყენებთ, სადაც ყველაზე კრიტიკული სიტუაცია გექნებათ, დატესტეთ ის სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენების დროს. მაშინ როცა გადაწყვეტთ, რომ რომელიმე ჟესტი თქვენ კომფორტს და სიმშვიდეს გაძლევთ, სცადეთ მისი გამოყენება რომელიმე სტრესულ მომენტში, ან უბრალოდ ცუდი ხასიათის დროს. ზუსტად იგივე მიზეზით, ბევრი ფსიქოლოგის რჩევა ცუდი ხასიათის დროს, ძალით გაღიმებაა. სხეული ღიმილს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია მიჩვეული - როცა ტვინი დადებით ინფორმაციას ღებულობს. ამ მოქმედებას იმდენად ვართ მიჩვეული, რომ მისი ძალით განხორციელების დროსაც ძველი, პოზიტიური და სასიამოვნო შეგრძნება გვეუფლება. 

 

რუმები

ქართული უცხოური