World Poker Tour უკვე საქართველოშია

სამშაბათს, 21 აპრილს, ევროპა-ბეთის პოკერ რუმში, ევროპა-ბეთისა და World Poker Tour-ის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში ტურნირის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. კომპანიების წარმომადგენლებს შორის იყვნენ, ევროპა-ბეთის პოკერ რუმის დამფუძნებელი, არტურ ვოსკანიანი, WPT Europe-ის გენერალური დირექტორი ჰერმანს ბლუმი, ევროპა-ბეთის აღმასრულებელი დირექტორი, მაია კოპინაძე და ევროპა-ბეთის ბიზნესი განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი გვენეტაძე. 

პრესკონფერენცია გაშუქებულ იქნა ყველა ცნობილი ქართული ტელევიზიისა და გაზეთის მიერ. ივენთზე ისაუბრეს World Poker Tour-ის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მიღწევებზე და იმ წარმატებაზე, რომელიც მან აღმოსავლეთ ევროპაში მოიპოვა. ძირითადი ყურადღება, რა თქმა უნდა, ევროპა-ბეთთან თანამშრომლობაზე გამახვილდა.

გიორგი გვენეტაძის თქმით, ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის. "ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს მოთამაშეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ შევინარჩუნებთ WPT-ს იმ სტანდარტებს, რომელიც ამ ივენთმა ათწლეულების განმავლობაში დაამკვიდრა", - განუცხადა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს. 

მსოფლიოს უდიდესი ტურნირის ქარათული ივენთების ორგანიზებაში, უდიდეს როლს, რა თქმა უნდა ევროპა-ბეთის პოკერ რუმი ითამაშებს. ტურნირის მენეჯერი არტურ ვოსკანიანი იქნება, რომელიც ტურნირების მონაწილეებს საუკეთესო პირობებსა და მაქსიმალურ კომფორტს პირდება. მისი განცხადებით, ტურნირში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა მსურველს შეეძლება, რადგან მეინ ივენთისთვის უამრავი ფრიროლი და სატელიტ ტურნირია დაგეგმილი. ევროპა-ბეთის გუნდი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სასტუმროებისა და ტრანსპორტირების პრობლემები ტურნირის უცხოელი სტუმრებისთვის. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პოკერის მზარდი პოპულარობის პირობებში, ის გვევლინება ტურისტების მოზიდვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. 

WPT National Gerogia-ის მთავარი ივენთის ბაი ინი $1000 დოლარს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი $200.000 დოლარს შეადგენს. ის 2015 წლის 30 მაისიდან 7 ივნისამდე გაიმართება ევროპა-ბეთის პოკერ რუმში. 

http://www.worldpokertour.com/Shared/Tournaments/Seasons/Regional_and_National/Europe_Bet_WPT_National_Georgia.aspx

ჩვენ გთავაზობთ ფინალურ ივენთზე მოსახვედრ სატელიტებისა და ფრიროლების განრიგს.

 

რუმები

ქართული უცხოური