მის პოკერსტრატეჯი პოკერსტარსის "თიმ ონლაინ პრო" ხდება
22 წლის ჰაიპერ ტურბო SNG-ის მოთამაშეს, ლილია ნოვიკოვას, მთელი ცხოვრების ოცნება აუხდა და პოკერსტარსის Team Online Pro-ს სტატუსი მიენიჭა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წელი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა რუსი იულია ნოვიკოვასთვის. პირველად მან გაანათა მაშინ, როცა მოიპოვა pokerstrategy.com-ის მის რუსეთის ტიტული. ხოლო ამჯერად მას მილიონობით მოთამაშის ოცნება აუხდა და კარიერა დაუკავშირა ინდუსტრიის ისეთ გიგანტს, როგორიც პოკერსტარსია.
"მე ვთამაშობდი პოკერს ანონიმურად და გავაგრძელებდი კიდეც ასე, ბედნიერი ვიქნებოდი ამითაც, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის მქონოდა ოცნება, ოცნება, რომელიც დღეს ჩემი რეალობაა", - ამბობს ნოვიკოვა.
ამბიცია და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა, ხასიათის ის შტრიხებია, რითიც გამოირჩევიან მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პოკერ რუმთან კონტრაქტით დაკავშირებული მოთამაშეები. ლილია ნოვიკოვა, ამ მახასიათებლებით, არ განსხვავდება სხვა მოთამაშეებისგან.
"მე უკვე მაქვს სუპერნოვას სტატუსი, მაგრამ მე მეტი მინდა. ჩემი მიზანია მივაღწიო სუპერნოვა ელიტის სტატუსს, რისთვისაც შევიმუშავე სპეციალური გეგმა. მე ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად მიყვები ამ გეგმას და ვცდილობ დასახულ მიზნამდე წარმატებით მივიდე. ძირითადად მე ვთამაშობ ჰაიპერ ტურბო SNG ტურნირებს, თუმცა პერიოდულად ვცვლი ლიმიტებს. ჩემი ნიკია Liay5, შეგიძლიათ მომძებნოთ და ითამაშოთ ჩემთან" - აცხადებს ონლაინ პოკერის ამომავალი ვარსკვლავი.





