ფილ აივის ნიძლავები
ცნობილია, რომ პოკერისტებს ძალიან უყვართ ნიძლავების დადება. შანსების დათვლისადმი მიდრეკილებას, საქმე იქამდე მიყავს, რომ პოკერისტები მსგავს მეთოდებს რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ და როგორც კი აანალიზებენ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში მოგება შეუძლიათ იმ წამსვე ნიძლავზე იწყებენ საუბარს. მსგავს ქმედებებში ძალიან გამორჩეულია დღევანდელი პოკერის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე ფილ აივი. რომელმაც წელს უკვე ორი ნიძლავი დადო რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიონი დოლარია.
პირველი ნიძლავი რომელიც დეკემბერში დაიდო შოუ "High Stakes Poker"-ის ჩაწერისას, სააშკარაოზე მხოლოდ მარტში გამოვიდა. ნიძლავის ინიციატორი ასევე პოკერის სუპერვარსკვლავი ტომ "durrrr" დუანი იყო, რომელმაც შეხედა რა თუ როგორ ჭამდა აივი ბივშტექსს, კრიტიკულად შენიშნა, რომ აივი ხორცის გარეშე ალბათ ვერ იცხოვრებდა. აივიმ იმ წამსვე შესთავაზა ნიძლავი, რომ 1 წელი ხორცს არ შეჭამდა.
"არ მჯერა" თქვა დუანმა და შესთავაზა 1 მილიონ დოლარზე დანიძლავება. აივი შევაჭრებას შეეცადა და ფსონის 2 მილიონამდე გაზრდა სცადა, მაგრამ ტომმა უპასუხა "მილიონი და წერტილი". ნიძლავი დაიდო, რომლის თანახმადაც აივიმ 2010 წლის განმავლობაში არც ხორცი უნდა ჭამოს და არც თევზი.
თავის ბლოგზე გას ჰანსენმა კომენტარი გააკეთა ამ ნიძლავთან დაკავშირებით: "ჩემი აზრით ფილს არ გაუჭირდება ამ ნიძლავის მოგება, რადგან იმაზე გაცილებით ნაკლებ თანხად, ვიდრე საშუალო ბანკია ხოლმე მისი თამაშისას, მთელი წლით აიყვანს მსოფლიოში საუკეთესო ვეგეტარიანული კერძების მზარეულს. მე ერთხელ შემომთავაზეს 2 მილიონი დოლარი, რომ სექსი არ მქონოდა 1 წლის განმავლობაში, მაგრამ რომ დავფიქრდი თანხა აშკარად არასაკმარისი იყო და უარი ვთქვი ნიძლავზე"
მეორე ნიძლავი აივიმ მათემატიკის დოქტორთან და პოკერის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშე კრის ფერგიუსონთან დადო. ამის შესახებ ჩვენ დენიელ ნეგრეანუს მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ გავიგეთ, რომელიც მან PokerListings-ს მისცა. მისი თქმით ნიძლავი NAPT Mohegan Sun-ის ტურნირზე დაიდო.
ნიძლავი შემდეგში მდგომარეობს: კრისი დებს, რომ ფილ აივი შემდეგი ორი WSOP-ის დროს ვერ მოიგებს ორ ბრასლეტს (ანუ ვერ მოიგებს სერიის შემადგენელ რომელიმე ტურნირს). იმის გათვალისწინებით რომ 2009 წელს აივიმ ორი ტურნირი მოიგო და მთავარი ტურნირის ფინალურ მაგიდაზეც იჯდა, ეს ნიძლავი ძალიან წამგებიანს გავს ფერგუსონისთვის, მაგრამ როგორც გაირკვა ფერგუსონს სწორედ 2009 წლის მიღწევების გამო დაუდია ზემოთხსენებული ნიძლავი. მისი თქმით ჭურვი ერთსადაიმავე ადგილას არ ეცემა და აივიმ 2009 წელს ერთი ჭურვი უკვე მოარტყა მიზანს, შესაბამისად დიდი რიცხვების თეორიის მიხედვით უბრალოდ ვერ შეძლებს აჩვენოს ასეთი "მჭიდრო" შედეგები. იმისთვის რომ ფერგუსონის გათვლები გააქარწლოს, აივის დაახლოებით 80 ტურნირი და 2 წელი აქვს, ის WSOP 2010-ის და WSOP 2011-ის ყველა ტურნირში მონაწილეობას აპირებს და თუ ამ 80 ტურნირიდან 2-ს მანიც მოიგებს 5 მილიონიან ნიძლავსაც მოუგებს კრის ფერგუსონს. კრისი კი თავისას არ იშლის და ამბობს, რომ მას გრაფიკები ეუბნებიან რომ აივი ვერ მოიგებს ორ WSOP ბრასლეტს.
"ეს რიგითი ნიძლავია ფულზე, ცოტა გაწელილი დროში" ასეთი კომენტარი გააკეთა დენიელ ნეგრეანუმ ზემოთხსენებულ ნიძლავზე. უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ფერგუსონი წააგებს და 5 მილიონით გაღარიბდება, თუმცა ვნახოთ ჩვენი საიტი აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას.
სხვათაშორის აივი არამარტო იღებს ნიძლავებს, არამედ თავადაც სთავაზობს, თუ ატყობს რომ მათემატიკური ლოდინი დადებითია, მაგალითად WPT Championship-ის დროს დაახლოებით 3 საათი ელაპარაკებოდა ქეითი ლიბერტს, რომ მას ერთი წელი თავისი საყვარელი იასამნისფერი ფერი არ ჩაეცვა, თავიდან $10 000-ს სთავაზობდა შემდეგ გააორმაგა და $20 000 შესთავაზა, მაგრამ ქეითი არ გატყდა და არ მიიღო ნიძლავი.
რაზე დანიძლავდება ფილ აივი მომავალში? ვინ იცის, იქნებ იმაზე რომ გაი ლალიბერტესავით კოსმოსში გაფრინდება, ან იმაზე რომ კამათლის თამაშს და "L.A. Lakers"-ზე დიდი ფულების დადებას შეეშვება? ან იქნებ იმაზე რომ აღარ დანიძლავდება? :)





