მოთამაშემ SuperNova Elite სტატუსს 2 თვეში მიაღწია

ენდრიუ "azntracker" ლი-მ პოკერსტარსზე უმაღლეს სტატუსს SuperNova Elite-ს 28 თებერვალს მიარწია, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს გრანდიოზული მირწევაა, რადგან ონლაინ მოთამაშეებს ამ სტატუსის მისაღებად ანუ 1.000.000 VPP-ს დასაგროვებლად დაახლოებით ერთი წელი სჭირდებათ. მეორეც ეს ახალი რეკორდია, მან 3 კვირით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც Team PokerStars Online ჯორჯ "Jorj95" ლინდს ეკუთვნოდა, ლინდმა სტატუსი 2008 წლის 18 მარტს მიიღო.

როგორ შესძლო მან ეს? "azntracker"-მა 14 000(!) SnG ითამაშა ამ ხნის მანძილზე. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ მან გამონახა დრო და ბაჰამის კუნძულებზე გადაფრინდა რათა თხილამურებზე ესრიალა. როგორც საკუთარ ბლოგზე დაწერა:
"რეტროსპექტიულად რომ შევხედოთ აჯობებდა გამომეტოვებინა PCA და არ წავსულიყავი სასრიალოდ, ასე შევძლებდი უფრო გონივრული ტემპის (16.949 VPP დღეში) დაჭერას ვიდრე ~20.000, რომლის გაკეთებაც მომიწია თამაშის დღეებში" ალბათ ამას ქვია თამაშისთვის თავდადება. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "azntracker"-მა ამ დროის მანძილზე $243 050-იც მოიგო. აქვე მოვიყვანთ გრაფიკს, რომელიც მის წარმატებას ასახავს.

 

 

 

თეგები
ენდრიუ SuperNova Elite

რუმები

ქართული უცხოური