WSOP-2010 ყველა რეკორდს მოხსნის

WSOP-2010-ის ორგანიზატორები ვარაუდობენ რომ ყველაზე პოპულარული ტურნირების სერია პოკერში ყველა რეკორდს მოხსნის. პირველ რიგში მათ 25%-ით გაზარდეს მაგიდების რაოდენობა და ახლა მათ განკარგულებაში 377 მაგიდაა, რომლებზეც ერთდროულად 3770 მოთამაშე შეიძლება დაჯდეს.

იმის ალბათობა რომ WSOP-2010 ყველა რეკორდს მოხსნის საკმაოდ მაღალია, რადგან უკვე ძალიან ბევრმა მოთამაშემ გაიარა რეგისტრაცია, მოცემულ მომენტში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ ის ტურნირები რომელთა ბაი ინიც 1 000$-ია და ასევე სერიის მთავარი ტურნირი.

სერიის პირველ კვირაში გაიმართება ტურნირი შერეულ პოკერში (პოკერის 8 ნაირსახეობა მონაცვლეობით, 10 დარიგება ჰოლდემი, 10 დარიგება ომაჰა და ა.შ.) რომლის ბაი ინიც 50 000$-ია. ორგანიზატორები ვარაუდობენ რომ ამ ტურნირში პოკერის ელიტა ითამაშებს.

ივლისის დასაწყისში იქნება ჩემპიონების ტურნირი და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ WSOP ბრასლეტის მქონე მოთამაშეებს ექნებათ. თუ რომელი 27 მოთამაშე მიიღებს ტურნირში მონაწილეობას ამას ხალხი წყვიტავს ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა http://www.wsop.com/toc/, ამ დროისთვის ლიდერობს ფილ აივი.

ცხადია სერიის კულმინაცია მთავარი ტურნირია რომელიც 5 ივლისს დაიწყება, ორგანიზატორების ვარაუდით 17 ივლისისთვის საფინალო მაგიდა უკვე ფორმირებული იქნება, თავად ფინალი კი ნოემბერში გაიმართება.

წინა წელს WSOP-ს ტურნირებში 115 ქვეყნიდან 60 875 მოთამაშეემ მიიღო მონაწილეობა, ჯამური საპრიზო ფონდი კი $175M იყო.
ჩვენ იმედი გვაქვს რომ წელს რომელიმე ქართველი მოთამაშე ითამაშებს WSOP-ზე და წარმატებებს მოგვიტანს.

 

თეგები
WSOP

რუმები

ქართული უცხოური