დუანი, ქეითსი, ჩედვიკი - ვინ ითამაშებს £1.000.000-იან Triton High Roller-ზე?

Triton Poker-ისთვის ჰაი როლერ ივენთები უცხო არასდროს ყოფილა - პოკერის სამყაროს მაკაუში, სამხრეთ კორეასა და მონტენეგროში გამართული ტურნირები და ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმები სამუდამოდ დაამახსოვრდება. მაგრამ რის გაკეთებასაც Triton-ის მესვეურები 1-ელ აგვისტოს გეგმავენ, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს: ლონდონი პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ღონისძიებას - £1.000.000 ფუნტ სტერლინგიან ტურნირს უმასპინძლებს. 

ამჟამინდელი რეკორდის მფლობელი Big One for One Drop ტურნირია, რომლის ბაი-ინიც €1.000.000 ევროს შეადგენდა. Triton-ის მიერ დაანონსებული ტურნირის შესატანი რომ დოლარებში გადავიყვანოთ, დაახლოებით, $1.250.000 დოლარი გამოვა. 

ტურნირს უნიკალური ფორმატი აქვს: პროფესიონალ მოთამაშეებს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ რომელიმე ბიზნესმენი მიიწვევს. ბიზნესმენებისთვის და ქალებისთვის ტურნირი ღიაა და მათ რეგისტრაციის გავლა თავისუფლად შეეძლებათ. 

გადავხედოთ სიას, სადაც უკვე დარეგისტრირებული მოყვარული და პროფესიონალი მოთამაშეების ნახვაა შესაძლებელი:

  • პროფესიონალები
მოთამაშექვეყანა
ტომ დუანიაშშ
დენ ქეითსიაშშ
დევიდ პიტერსიაშშ
რუი კაოსაფრანგეთი
ჯეისონ კუნიაშშ
ბრინ კენიაშშ
მიკიტა ბადიაკოვსკიბელარუსი
ტიმოფეი კუზნეცოვირუსეთი
სემ თრიქეთიდიდი ბრიტანეთი
სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი
  • მოყვარულები
მოთამაშექვეყანა
პოლ ფუამალაიზია
რიჩარდ იონგიმალაიზია
სტენლი ჩოიჰონგ კონგი
ვაი კინ იონგიმალაიზია
ბობი ბოლდვინიაშშ
კერი კატზიაშშ
ლიანგ იუვანუტუ
ივან ლიუმალაიზია
რობ იონგიდიდი ბრიტანეთი
ალდრედ დე კაროლისიაშშ
რიკ სალომონიაშშ

 

რუმები

ქართული უცხოური