პოკერის საუკეთესო მოთამაშეები WSOP-ის სამაჯურის გარეშე

World Series Of Poker-ის ოქროს სამაჯური - პოკერის ნებისმიერი მოთამაშის საოცნებო ნადავლია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოკერის ვარსკვლავობა დიდი ტურნირების მოგების გარეშეცაა შესაძლებელი, ოქროს სამაჯურზე უკლებლივ ყველა ოცნებობს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მოთამაშეს, რომელთა თავბრუდამხვევ კარიერასა და შთამბეჭდავ რეზიუმეში WSOP-ის ტიტული ჯერჯერობით არ მოიძებნება. 

პატრიკ ანტონიუსი - პოკერის ლეგენდარული მოთამაშის პროფესიონალური კარიერა 2003 წელს იღებს სათავეს. WSOP-ზე მისი შემოსავალი $1 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, მის ანგარიშზე WSOP-ის 0 ოქროს სამაჯურია. სანუკვარ ჯილდომდე ანტონიუსი ყველაზე ახლოს 2007 წელს მივიდა, როდესაც WSOP $10.000 დოლარიანი Pot Limit Omaha-ის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. მაშინ ფინელმა მოთამაშემ $311.394 დოლარი მიიღო. საერთო ჯამში, მისი სატურნირო კარიერა $12 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, მაგრამ რაც მთავარია - ანტონიუსი ქეშ-გეიმერია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს თამაშებს ესწრება. მის მიერ საიდ გეიმებზე მოგებულ თანხაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ივარაუდება, რომ მისი ბანკროლი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. 

მარია ჰო - PokerGo-ის და ყველასთვის საყვარელი თამაშის გადაცემების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წამყვანი. WSOP-ზე მისი მოგება $1.6 მილიონ დოლარს შეადგენს. 2001 წელს, ჰომ $5.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე ფინალური ჰედს-აპი ითამაშა და მე-2 ადგილისთვის $540.020 დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მან 4-ჯერ ითამაშა WSOP-ის სხვადასხვა ივენთის ფინალურ მაგიდაზე, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ აჩვენა. 

სტივ ო'დუაიერი - ჰაი როლერ ტურნირების ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მოთმაშე. მსოფლიოს ყველაზე მომგებიან მოთამაშეებს შორის, ო'დუაიერი მე-11 პოზიციას იკავებს. მას მოგებული აქვს EPT, PCA და APPT-ის ტურნირები. მის ანგარიშზეა ასევე არაერთი ძვირადღირებული ტურნირის პირველი ადგილი, რომელთა ბაი-ინებიც $50.000-დან $100.000 დოლარამდე მერყეობს. სტივ ო'დუაიერს WSOP Circuit-ის ოქროს ბეჭედიც კი აქვს მოგებული, მაგრამ ოქროს სამაჯური ჯერ კიდევ სამომავლო გეგმაა. 

აიზიკ ჰექსტონი - WSOP-ის რეგულარი მოთამაშე, რომელიც სერიებს 2009 წლიდან ყოველწლიურად ესწრება. მისი WSOP-ის ფესტივალიდან მიღებული შემოსავალი $2.9 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის ზაფხულში, $50.000 დოლარიან Players Championship-ის მე-3 ადგილისთვის, ჰექსტონმა $595.812 დოლარი მიიღო. წელს მან კიდევ ერთხელ გადააჭარბა ნახევარ მილიონ დოლარიან მოგებას: $50.000 NL Hold'em High Roller-ზე მან მე-4 ადგილი დაიკავა და ბანკროლი $518.882 დოლარით შეივსო. საერთო ჯამში, აიზიკ ჰექსტონის საერთო სატურნირო შემოსავალი $19 მილიონ დოლარს აჭარბებს. 

ჯეისონ კუნი - $22 მილიონ დოლარიანი სატურნირო მოგებით, ჯეისონ კუნი ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის 15-ე ადგილს იკავებს. ამ თანხიდან $1.8 მილიონი დოლარი სწორედ WSOP-ზე მოდის. WSOP-ზე კუნის წლევანდელი ანაზღაურება $668.000 დოლარს შეადგენს. გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი თამაში PCA-ისა და Triton High Roller-ის ივენთებზე, სადაც საერთო ჯამში ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ $4.000.000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 

რუმები

ქართული უცხოური