პატრიკ ანტონიუსის ზაფხული
მაშინ, როცა ყველა ისვენებს, პატრიკ ანტონიუსი საქმეში ერთვება! ფინელი ჰაი სტეიკს გრაინდერის გრაფიკი თამამად შეიძლება შევადაროთ აქტიური პოლიტიკური ფიგურის გადატვირთულ გრაფიკს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც ანტონიუსი პლანეტის საუკეთესო გემბლერებთან თამაშობს და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.
მაკაუს პრივატული თამაშების შემდეგ, ანტონიუსმა ლას ვეგასში გადაინაცვლა, სადაც WSOP-ის რამდენიმე ტურნრიზე მოსინჯა ძალები. პოკერის მსოფლიო სერიები მისთვის წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა - რამდენიმე საპრიზო ადგილის შემდეგ, რომლებმაც მის საფულეს 'წვრილი ფული' შეჰმატეს, ანტონიუსმა Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ში გადაინაცვლა. გას ჰენსენის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში, ანტონიუსი მილიონდოლარიანი სტეკით ჩანს, რაც კარგ სტარტად შეიძლება ჩავთვალოთ. სწორედ ჰენსენთან დაპირისპირების დროს მოიგო ფინელმა მოთამაშემ დიდი ბანკი, რომლის ოდენობაც ჯერ კვლავ გასაიდუმლოებულია.
ვეგასური ვოიაჟის შემდეგ, ანტონიუსი სამხრეთ კორეაში წავიდა, სადაც Triton High Roller-ის რამდენიმე ივენთს დაესწრო, მათ შორის ქეშ-გეიმებსაც. ერთ-ერთ სესიაზე, ჰოლდემის საუკეთესო ხელით - AA-ით ანტონიუსმა დიდი დარიგება წააგო. მიუხედავად ამისა, ის $1.000.000 დოლარიან ქეშ-გეიმში ჩაერთო. ამის შემდეგ, ოჯახის მოსანახულებლად, ანტონიუსი მონაკოში გადაფრინდა, მაგრამ მალევე, 'საქმიანი ვიზიტის' გამო სოჭში აღმოჩნდა, სადაც აზიური პოკერის ფესტივალი მიმდინარეობს.
ერთადერთი ოფიციალური სატურნირო ანაზღაურება, რომელიც საჯაროდაა ცნობილი, $236.058 დოლარს შეადგენს, რომელიც ფინელმა მოთამაშემ Triton Super High Roller-ის მე-4 ადგილისთვის მიიღო. მისი შემდეგი გაჩერება ბარსელონაა, სადაც EPT-ის სატურნირო სერიები გაიმართება, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ქეშ-გეიმების თანხლებით.





