ჰელმუტი და ესფანდიარი - კალიფორნიაში, ანტონიუსი და პოლ ფუა - სოჭში

Live at the Bike ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი და პოპულარული ლაივ სტრიმია, სადაც რიგითი მოთამაშეების რეალური ქეშ-გეიმ სესიების ნახვაა შესაძლებელი. მათ მოსაზიდად კი, ვინც ამ დრამაში ჯერ არ ჩართულა,  სესიების ორგანიზატორები პერიოდულად ისეთ სტუმრებს პატიჟებენ, რომელთა სახელებიც პოკერის ნებისმიერი მოყვარულისთვის კარგადაა ცნობილი. 

ერთი კვირის წინ, თამაშის პირდაპირ ეთერში გადასაცემად, სწორედ ასეთი მაგიდა შედგა: მაიკ მატუსოუ, ანტონიო ესფანდიარი და ფილ ჰელმუტი - ერთმანეთზე 'გადამტერებული' დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც არაფერს დაიშურებენ ერთმანეთისთვის ტკივილის მისაყენებლად, კალიფორნიაში შეიკრიბნენ. სხვა, შედარებით ნაკლებად ხმაურიანი მოთამაშეები, ვინც სესიას ესწრებოდნენ, რენდალ ემეტი, ბრენდონ კანტუ, ერიკ ჰიქსი და გარეტ ადელსტაინი იყვნენ. 

შეკრებილები ტეხასურ ჰოლდემს თამაშობდნენ, $25/$50 დოლარიანი ბლაინდებით. სესიის მთავარი გამარჯვებული მაიკ მატუსოუ გახდა, რომელმაც $20.000 დოლარზე მეტის მოგება შეძლო. მოგებული თანხის ძირითადი ნაწილი ანტონიო ესფანდიარიმ გადაიხადა, რომელიც მაგიდაზე $100.000 დოლარით დაჯდა და თითქმის მესამედი დატოვა. 

სანამ ვეგასური ელიტის ერთი ნაწილი კალიფორნიაში ერთობა, სხვები PartyPoker Live-ისა და Triton High Roller-ის გაერთიანებულ სერიებზე სათამაშოდ სოჭში გაემგზავრნენ. $50.000 დოლარიანი ტურნირი, რუსული ტრადიციების სრული დაცვით, ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, 37 მოთამაშიდან მხოლოდ 24 გადაურჩა გავარდნას. მათ შორის, ერთ-ერთი პატრიკ ანტონიუსია, რომელმაც გვიანი რეგისტრაციის მიუხედავად, სტეკის გასამმაგება და ტურნირზე ჩიპლიდის მოპოვება შეძლო. 

ანტონიუსის გარდა, სოჭში ტიმოთი ადამსის, კორაი ალდემირის, ფილიპ გრისემის, Triton-ის დამფუძნებლის - რიჩარდ იონგისა და პოლ ფუას ნახვაცაა შესაძლებელი. 

რუმები

ქართული უცხოური