სემ გრინვუდი კიდევ ერთ ტურნირს იგებს, ამჯერად $1.85 მილიონიანი ანაზღაურებით

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ მედია სემ გრინვუდზე, როგორც წლის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე საუბრობდა და მის არნახულ აფსვინგს განიხილავდა. როცა ყველას ეგონა, რომ მითქმა-მოთქმა რაღაც დროით მაინც შეწყდებოდა, გრინვუდმა კიდევ ერთი სუპერ ჰაი როლერ ივენთი მოიგო, ამჯერად $1.850.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

მის კარიერაში ყველაზე დიდი ანაზღაურება €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის მოგებას მოჰყვა, რომლის ფინალური მაგიდაც, ბაი-ინის შესაბამისად, მძიმე მოთამაშეებით დაკომპლექტებული აღმოჩნდა. გრინვუდის წინააღმდეგ ტურნირის ორი ყოფილი ჩემპიონი - ოლე შემიონი და ჯასტინ ბონომო თამაშობდნენ. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ შემიონმა ფინალურ მაგიდაზე თამაში ზედიზედ მესამედ მოახერხა, რაც მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდიდა. გრინვუდის გეგმას აიზიკ ჰექსტონისა და კრისტოფ ვოგელსანგის მაგიდაზე ყოფნა კიდევ უფრო ართულებდა. 

ფინალურდ ჰედს-აპში გრინვუდი სწორედ გერმანელს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა გრინვუდმა დამაჯერებელი უპირატესობით დაიწყო - 7.61 მილიონი ჩიპი ვოგელსანგის 3.89 მილიონის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჰედს-აპი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ერთ მომენტში, ვოგელსანგის გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი კარტი იყო საჭირო, მაგრამ ამჯერად იღბალი კანადელის მხარეს აღმოჩნდა. ორთაბრძოლაში დამარცხების მიუხედავად, კრისტოფ ვოგელსანგმა €1.046.000 ევრო - დაახლოებით $1.275.423 დოლარი მიიღო.

რუმები

ქართული უცხოური