2018 WPT Seminole Hard Rock Main Event-ის გამარჯვებული სკოტ მარგერსონი გახდა - $700.000
2018 წლის WPT-ის $3.500 დოლარიანი ტურნირის, Hard Rock Poker Showdown Main Event-ის გამარჯვებული სკოტ მარგერსონი გახდა, რომელმაც ფინალურ მაგიდაზე ბრაიან ჰასტინგსი და WPT-ის ყოფილი წლის მოთამაშე - ფარაზ ჯაკა დაამარცხა.
მიუხედავად ფინალური დღის კარგი სტარტისა, ბრაიან ჰასტინგსი მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა ტურნირს. მთავარი დღე მან ჩიპლიდერის პოზიციით დაიწყო, მაგრამ მთავარი ჯილდოს ნაცვლად, $336.466 დოლარი შეხვდა. ის სწორედ მომავალი ჩემპიონის მსხვერპლი გახდა: ჰასტინგსმა ტოპ წყვილითა და დარჩენილი ჩიპებით ოლ ინი გააკეთა, მაგრამ მარგერსონის თერნზე მიღებული ფლეშის წინააღმდეგ ჰასტინგსის ტოპ წყვილი უძლური აღმოჩნდა და ის ტურნირს გამოეთიშა.
ბრაიან ჰასტინგსის გავარდნის შემდეგ, ერთმანეთს ფარაზ ჯაკა და სკოტ მარგერსონი დაუპირისპირდნენ. ჯაკამ ფინალური დღე შორტ სტეკის სტატუსით დაიწყო, თუმცა, თამაშის გარკვეული ეტაპისთვის ჩიპების მნიშვნელოვანი ნაწილის აკუმულირება მაინც შეძლო. მიუხედავად ამისა, ჰედს-აპის სასტარტო მომენტითვის, მისი სტეკი 3-ჯერ ჩამორჩებოდა მეტოქისას. გარკვეული პერიოდით, ფინალისტებმა გარდამავალი უპირატესობით ითამაშეს, მაგრამ ბლაინდების ზრდასთან ერთად, ჯაკა იძულებული იყო A
8
-ით ოლინი გაეკეთებინა, რასაც Q
J
-ით მარგერსონის ქოლი მოჰყვა. Q
J
9
7
A
ბორდმა მარგერსონს სატურნირო გამარჯვება და კარიერაში ყველაზე დიდი - $696.740 დოლარიანი ანაზღაურება მოუტანა.





