როგორ დაკარგა დოილ ბრანსონმა $230.000.000 დოლარი?

ამერიკაში, ონლაინ პოკერის გამკაცრებული რეგულაციებისა და აკრძალვის შემდეგ, უამრავი მოთამაშე, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავებიც, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ: ზოგიერთ მათგანს დიდი ვალები დაედო, ზოგი კი სულაც გაკოტრდა. დოილ ბრანსონი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ამერიკული კანონმდებლობის გამო საგრძნობლად დაზარალდა. 

ლეგენდარული მოთამაშე აქამდე უცნობ გარიგებაზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ბრანსონმა $230.000.000 დოლარი დაკარგა. Twitter-ზე გაკეთებული პოსტის მიხედვით, WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელმა და მისმა კომპანიონმა, რომლებიც DoylesRoom.com-ის მფლობელები იყვნენ, პოკერ-რუმის გაყიდვასა და $230.000.000 დოლარიან შეთავაზებაზე უარი თქვეს. გასაკვირი არაფერია: მაშინდელი პოკერის ბუმის გათვალისწინებით, DoylesRoom გაცილებით ძვირად უნდა გაყიდულიყო. 

2006 წელს მიღებული კანონპროექტის, Unlawful Internet Gaming Enforcement Act-ის ძალაში შესვლის შემდეგ, DoylesRoom-ის ფასი 0-ს გაუტოლდა. მოგვიანებით, 2011 წელს, საზოგადოებისთვის უცნობი თანხის სანაცვლოდ, პოკერ-რუმი Americas Cardroom-ის საკუთრება გახდა. რა თქმა უნდა, ამჯერად შემოთავაზება გაცილებით არასახარბიელო იყო. 

რუმები

ქართული უცხოური