ვიქტორ ბლოი და ბენ სალსკი დაუნსვინგს ებრძვიან

იანვრის ბოლოს, $350.000 დოლარიანი მინუსის შემდეგ, ბენ სალსკიმ პოტ ლიმიტ ომაჰასა და შერეული თამაშების მაგიდებს შეუტია და $185.000 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. 

Sauca123-მა 4 საათიანი სესია დილის საათებში გამართა. სესიის პირველ საათში, სალსკიმ $50/$100 ლიმიტის 10 მაგიდაზე, BERRI SWEET-ის და სხვა გრაინდერების წინააღმდეგ ითამაშა. სწორედ ამ ერთსაათიან მონაკვეთში, სალსკიმ $21.000 დოლარის მოგება მოახერხა. მისი ძირითადი შემოსავალი მიქსდ-გეიმსის $1.000/$2.000 მაგიდებზე მოდის, სადაც სალსკიმ 4 საათიანი სესია მიკაილ ტურიცის წინააღმდეგ გამართა. მოგვიანებით, თამაშს ტიმოფეი კუზნეცოვიც შეუერთდა. 

კიდევ ერთი დიდი მატჩი ვიქტორ Isildur1 ბლომსა და გერმანელ გრაინდერს, donthnrmepls-ს შორის, 2-7 ტრიპლ დროუს $1.000/$2.000 მაგიდებზე გაიმართა. სესიის პირველი 90 წუთი გერმანელის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. მან $110.000 დოლარის მოგებაც კი შეძლო, მაგრამ შემდეგი საათნახევარი ბლომის დომინაციას დაეთმო: მან გერმანელისგან წაგებული ფულის დაბრუნება და კიდევ $144.636 დოლარის დამატება შეძლო. მანამდე შვედმა კოსტრიცინთან გამართულ სესიაში $23.000 დოლარის პლუსი აჩვენა. 

რუმები

ქართული უცხოური