შტეფან შილჰაბელი Hard Rock-ის ჰაიროლერზე $493.000 დოლარს იგებს

გერმანელები რომ ჰაი როლერ ტურნირების ღმერთებად იქცნენ, ყველასთვის ცნობილია - ამჯერად, შტეფან შილჰაბელმა Hard Rock Hotel-ში გამართული Lucky Hearts High Roller ივენთი მოიგო, $493.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

$50.000 დოლარიან ივენთზე 25 მოთამაშე დარეგისტრირდა, რამაც საპრიზო ფონდი $1.232.500 დოლარამდე აიყვანა. ფულში შესვლა ისეთმა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს, როგორებიც აიზიკ ჰექსტონი, ერიკ საიდელი, რაინერ კემპე, შონ ვინტერი და სტივენ ჩედვიკი არიან. პირველი დღის 'ბაბლიდან' ონლაინ პოკერის ლეგენდა - ბენ ტოლერენი გამოვარდა. 

მეორე დღის ჩიპლიდერი ჯასტინ ბონომო გახდა. ფინალურ მაგიდაზე 2016 წლის GPI-ის ნომერი პირველი მოთამაშე - დევიდ პიტერსი, WSOP-ის გამარჯვებული ნიკ პეტრანგელო, WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელი - ადრიან მატეოსი და თავად შილჰაბელი მოხვდნენ. 

ფინალური ჰედს-აპი ადრიან მატეოსსა და შტეფან შილჰაბელს შორის გაიმართა. ესპანელმა და გერმანელმა რამდენჯერმე გაცვალეს ჩიპლიდერის სტატუსები. 2:1 შეფარდებით ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ, შილჰაბელმა მატეოსი ოლ ინ სიტუაციაში შეიტყუა და 2 წყვილით მთლიანი სტეკი მოუგო. ესპანელს $308.125 დოლარი მოიგო. "ვფიქრობ, ურთულესი ფინალური მაგიდა იყო, - თქვა თამაშის შემდეგ გერმანელმა, - ასეთი მოთამაშეების წინააღმდეგ წასვლა მართლაც რთული საქმეა. მათი შეცდომების გამოყენება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი იმაშია, რომ საუკეთესო თამაში აჩვენო და თავად არ დაუშვა შეცდომები."

 

რუმები

ქართული უცხოური