$231 დოლარიანი პლუსით გევინ ქოქრეინი 2018 წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა

გევინ ქოქრეინისთვის გასული კვირა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: PokerStars-ის პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე, ბრიტანელმა მოთამაშემ $64.557 დოლარის მოგება შეძლო, რაც იანვარში მოგებული თანხის თითქმის მეოთხედს შეადგენს. მიმდინარე თვის განმავლობაში, ქოქრეინმა $231.788 დოლარი მოაგროვა, რაც 2018 წელს საუკეთესო შედეგად ითვლება. 

ქოქრეინმა, $25/$50 და $50/$100 მაგიდებზე, სულ რაღაც 4 საათის განმავლობაში, 1000-მდე დარიგება ითამაშა. მისი მოგების ძირითადი ნაწილი საათნახევრიან მონაკვეთზე მოდის, როდესაც ბრიტანელმა ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ ითამაშა, როგორებიც Cobus83 და ილარი Ilari FIN სამაჰისი არიან. 

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მოთამაშე, ასევე ბრიტანელი აღმოჩნდა - ამჯერად საქმე ელიორ საიონს ეხება, რომელმაც $53.452 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. მისი მოგების უმეტესი ნაწილი 8-გეიმსისა და Triple Draw-ის მაგიდებზე ფიქსირდება. მან ჯერ რაულ ტურიცისგან მიიღო $20.000 დოლარი, ხოლო შემდეგ, $32.000 დოლარი გერმანელ ონლაინ გრაინდერს, RaulGonzales-ს წაართვა. უნდა ითქვას, რომ საიონმა და RaulGonzales-მა პოკერის გულშემატკივრებს Full Tilt Poker-ის ეპოქა გაახსენეს და $1.000/$2.000 ლიმიტზე ითამაშეს. დღესდღეობით, ონლაინ პოკერისთვის მსგავსი მასშტაბები საკმაოდ უჩვეულო მოვლენა გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური