კრის ჰანიკენი PartyPoker-ის ფესტივალზე $400.000 დოლარს იგებს

2017 წლის Caribbean Poker Party Festival-ზე, რომელიც PartyPoker-ის ორგანიზებით გაიმართა, კიდევ ერთი $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთი ჩატარდა. ღონისძიების ფინალური მაგიდის ჩიპლიდერი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მოთამაშე, სემ თრიქეთი იყო, თუმცა, ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი კრის ჰანიკენი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $400.000 დოლარი მიიღო.

ფინალურ ჰედს-აპში, ჰანიკენმა სემ გრინვუდი დაამარცხა, რომელთან თამაშიც დიდი ჩიპლიდით დაიწყო და უპირატესობა ერთხელაც არ დაუკარგავს. გადამწყვეტ დარიგებაში ჰანიკენმა A5-ით მთელი სტეკით შეუტია მოწინააღმდეგეს, რომელმაც 66-ით მიიღო ამერიკელის ოლინი. J94, ჰანიკენის ხელისთვის, საკმაოდ ცუდი ფლოპი იყო, მაგრამ თერნზე და რივერზე დადებულმა კარტებმა ამერიკელს ბექდორ სთრეითი აჩუქა, რამაც საბოლოო გამარჯვებაც მოუტანა.

რაც შეეხება გრინვუდს: ტურნირის მეორე ადგილისთვის, მან $242.750 დოლარი მიიღო, მანამდე კი $10.300 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთის მე-3 ადგილი დაიკავა. ფინალურ მაგიდაზე, სემ თრიქეთისა და სემ გრინვუდის გარდა, ადრიან მატეოსმა და შტეფენ სონტაიმერმაც ითამაშეს, რომლებმაც მე-4 და მე-6 ადგილები დაიკავეს.

კრის ჰანიკენი ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშეა, რომლის სატურნირო ანგარიშზეც $2.2 მილიონი დოლარი ირიცხება. მისი საუკეთესო ანაზღაურება წლევანდელი ზაფხულით თარიღდება, როდესაც WSOP-ის ფესტივალზე, 6-მაქს ივენთის მე-2 ადგილისთვის, $358.677 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური