ფილ აივიმ $10.000.000 სასამართლო დავა წააგო
5 წლიანი დამღლელი და გაწელილი სასამართლო პროცესის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Crockfords Casino-სა და ფილ აივის შორის მიმდინარე დავა ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. 2012 წელს მოგებული £7.700.000 ფუნტ სტერლინგი, რაც დაახლოებით $10.000.000 დოლარია, ფილ აივიმ საბოლოოდ დაკარგა.
2012 წლის ოქტომბერში, Crockfords Casino-ში, პუნტოს სესიაზე მოგებული $10.000.000 დოლარიდან, კაზინომ ფილ აივის ანგარიშზე მხოლოდ $1.000.000 გადარიცხა, დარჩენილი თანხა კი, თაღლითური სქემის გამოყენების ბრალდებით, დააყადაღა.
ტექნიკა, რომელსაც ფილ აივი და მისი კომპანიონი, ჩონგ ინ სუნი იყენებდნენ, edge sorting-ის სახელითაა ცნობილი და ბანქოს ზურგზე მინიმალური დეფექტების აღმოჩენას და მათ გამოყენებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებით, აივი აშკარა უპირატესობით თამაშობდა, ის არცერთხელ შეხებია კარტს და არ დაუტანია არცერთი ნიშანი ბანქოს სათამაშო ან დაფარულ მხარეს. მან და მისმა კომპანიონმა მხოლოდ კაზინოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოყენება გადაწყვიტეს, რამაც ფულის მოგების საშუალება მისცათ.
აივისთვის უკანასკნელი 5 წელი განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა: ლონდონურ კაზინოსთან წაგებული სასამართლო პროცესის გარდა, მან კიდევ ერთი საქმე წააგო, ამჯერად ნიუ ჯერსიში მდებარე Borgata-თან, სადაც აივი edge sorting-ის იგივე ტექნიკას იყენებდა. ამჯერად, მან $10.000.000 აშშ დოლარი გადაიხადა. 2012-2016 წლებში, ონლაინ პოკერის მაგიდებზე, აივიმ დაახლოებით $9.000.000 დოლარი წააგო. მიუხედავად მსგავსი ჩავარდნებისა, დროის იგივე მონაკვეთში, ლაივ ტურნირებზე, აივიმ $10.000.000 დოლარის გამომუშავება შეძლო. ასევე უამრავს საუბრობენ იმ ასტრონომიულ თანხებზე, რომლებზეც ამჟამად ფილ აივი, ტომ დუანთან ერთად, აღმოსავლურ კაზინოებში მიმდინარე პრივატულ ქეშ-გეიმებზე თამაშობს.





