ტონი ჯი €300.000 ევროს იგებს

შაბათ-კვირას King's Casino Rozvadov-ში PartyPoker-ის ტურნირი, 2017 წლის German Poker Championship გაიმართა, რომლის ბაი-ინი €25.000 ევროს შეადგენდა. ივენთს 28 მოთამაშე დაესწრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპრიზო ფონდი პირველ სამ ფინალისტზე გადანაწილდებოდა. ტურნირზე, რამდენიმე მოყვარულ მოთამაშესთან ერთად, მძიმე არტილერიაც იყო წარმოდგენილი, მათ შორის: მენიგ ლუსერი, კენი ჰალერტი და ლეგენდარული ბერტრან Elky გროსპელიე, რომელიც ტურნირის 'ბაბლიდან' გამოეთიშა საპრიზო ფონდისთვის ბრძოლას. 

ტურნირის ტექნიკური გამარჯვებული ჯეკ სინკლერი გახდა, რომელსაც €250.000 ევრო ხვდა წილად. სამაგიეროდ, საპრიზო ფონდის ძირითადი ნაწილი მეორე ადგილზე გასულმა ლიტველმა მოთამაშემ, ანტანას გუოგამ, იგივე ტონი ჯიმ მიისაკუთრა. საქმე იმაშია, რომ ფინალური ჰედს-აპის დროს, ტონი ჯი და ჯეკ სინკლერი საპრიზო თანხისა და ტურნირის პოზიციების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ. 

ტონი ჯი უკვე რამდენიმე წელია, რაც პოკერის დიდ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებში მონაწილეობას აღარ ღებულობს. ის ახლა პოლიტიკითაა დაკავებული და ევროპარლამენტში ლიტვის ინტერესებს იცავს. ტონი ჯი ცნობილია თავისი ეპატაჟური მანერებით, ხმაურიანი და გამაღიზიანებელი საუბრით, განსაკუთრებით პროფესიონალი მოთამაშეების წინააღმდეგ. ის პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქეშ-გეიმერად ითვლება. რაც შეეხება ჯეკ სინკლერს, მან 2017 წლის WSOP Main Event-ის მე-8 ადგილისთვის $1.2 მილიონი დოლარი მიიღო. ამჯერად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ტურნირის პირველი ადგილის მოპოვება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური