13 წლიანი მცდელობის შემდეგ, ტომ კორალი WSOP-ის სამაჯურს იგებს

პოკერის სამყარო უამრავ წარმატებულ მოთამაშეს ითვლის, რომლებსაც, თავბრუდამხვევი კარიერის მიუხედავად, WSOP-ის სამაჯურის მოგების პატივი არ ერგოთ: ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, სემ ტრიკეტი, მუსტაფა კანიტი, სტივ ო'დუაიერი... მათ ჩამოთვლას დიდხანს მოვუნდებით. 

ამერიკელი ტომ კორალი სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე იყო, რომელიც WSOP-ის ასპარეზზე 2005 წელს გამოჩნდა. მისი კარიერა, უფრო სწორად, მისი WSOP-ზე გატარებული კარიერა 53 საპრიზო ადგილს და 5 ფინალურ მაგიდას ითვლის. როგორც იქნა, მან WSOP-ის 55-ე ივენთი - $1.500 დოლარიანი Seven Card Stud-ის ტურნირი მოიგო, $96.907 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

"2005 წლიდან აქ ვარ. WSOP-ის სერიებს 13 წელი მოვანდომე და, საბოლოოდ, ეს დღეც დადგა. სასაცილოა, რომ ამდენ მცდელობებსა და ამდენ ტურნირებს შორის, ის ღონისძიება მოვიგე, რომელსაც ყველაზე პატარა საპრიზო ფონი ჰქონდა. ყველა ამბობს, რომ ოქროს სამაჯურის მოგებისას ფული მეორეხარისხოვანია - უნდა ვთქვა, რომ ეს სრული სიმართლეა."

ტომ კორალმა, თავის 5 ფინალურ მაგიდაზე, პოკერის განსხვავებული სახეობები ითამაშა. როგორც გაირკვა, 7 ქარდ სტადი მისი საუკეთესო თამაშიც კი არაა - "H.O.R.S.E. ივენთის დროს, სტადი რიგით მე-5 საუკეთესო თამაშად შეიძლება ჩავთვალო. უცნაურია, რომ ჩემი პირველი სამაჯური თამაშის ამ სახეობაში მოვიგე. უნდა ვთქვა, რომ იღბალმა საკმაოდ შემიწყო ხელი." უკანასკნელი მოგებით, კორალის სატურნირო შემოსავლები $1.973.181 დოლარამდე გაიზარდა.

 

რუმები

ქართული უცხოური