ლუკ შვარცის სახით დაგ პოლკს ახალი მტერი გამოუჩნდა

პოკერის სამყაროში ბრიტანელ ლუკ შვარცზე უამრავი მოსაზრებაა გავრცელებული. მას ახასიათებენ, როგორც ფეთქებად, ზედმეტად აგრესიულ, გამაღიზიანებელ, ზოგჯერ ცუდ მოთამაშედაც კი. ფაქტი ერთია: თუ პოკერის მოყვარული ხარ, ლუკ შვარცის თამაშზე უკეთესს ვერაფერს ნახავ. დაივიწყე ნერვებმოშლილი ფილ ჰელმუტი, აზარტული ჟინით შეპყრობილი სემ ფარჰა, ან გაუჩერებლად მოლაპარაკე დენიელ ნეგრანუ - ლუკ შვარცში ყველაფერია თავმოყრილი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი მოთამაშე დაგ პოლკზე სერიოზულადაა გაბრაზებული. ჯოი ინგრამის პოდკასტში, ლუკ შვარცმა იმ გარემოებებზე ილაპარაკა, რაშიც მას დაგ პოლკი სდებს ბრალს. პირველ რიგში, დაგ პოლკის მთავარი ბრალდება ლუკ შვარცის წინააღმდეგ $300/$600 ლიმიტზე ნათამაშებ 2-7 ტრიპლ დროუს ონლაინ სესიას ეხება, სადაც პოლკი დამარცხდა. როგორც თითონ ამბობს, შვარცის ნაცვლად მაგიდასთან ვიქტორ Isildur1 ბლომი იჯდა, რადგან თამაშს სწორედ მისი ხელწერა ეტყობოდა. შვარცის განმარტებით, მაშინდელი სესიის დროს ის - ინგლისში, ხოლო ისილდური შვედეთში იმყოფებოდა, რაც მათ კოლაბორაციას შეუძლებელს ხდიდა. ამის საპასუხოდ, შვარცი თავად უყენებს პოლკს ბრალდებას და $400/$800 ლიმიტზე ნათამაშებ სესიას ახსენებს, რომლის დროსაც შვარცმა $100.000 დოლარამდე წააგო. მისი თქმით, პოლკი ან JLIama-მ ჩაანაცვლა, ან მასთან ერთად ე.წ. მულტიექაუნთინგით ცდილობდა მოწინააღმდეგის დამარცხებას. სავარაუდოდ, შვარცმა მსგავს ბრალდებას სწორედ იმიტომ მიმართა, რომ პოლკისთვის საკუთარი ბრძოლის მეთოდების უსამართლობა ეჩვენებინა. ლუკ შვარცი განსაკუთრებით იმ გარემოებას უსვამს ხაზს, რომ პოლკს მსგავსი ისტორიის შესათხზავად არცერთი რეალური მტკიცებულება არ აქვს, ხოლო ფაქტების გარეშე მატყუარის იარლიყის ვინმესთვის მიკერება, თანაც "2+2 ფორუმზე", ნამდვილი ცილისწამებაა. 

შვარცის მეორე პრეტენზია, რომელიც მან პოლკის მისამართით გამოთქვა, მის სახლს ეხება. გასული წლის მაისში, 'ტვიტერზე' პოლკსა და შვარცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, როდესაც პოლკმა ბრიტანელს მეორე სახლის გაყიდვა და ძვირადღირებული სესიის გამართვა შესთავაზა. დაგ პოლკის განმარტებით, ლუკ შვარცი იმდენად ცუდი მოთამაშეა, რომ პოკერის თამაშის გასაგრძელებლად და ვალების დასაფარად, მას საკუთარი სახლის გაყიდვა მოუხდა. ბრიტანელი მოთამაშე კი განმარტავს, რომ მან არათუ გაყიდა, არამედ ახალი სახლი შეიძინა, ხოლო დაგ პოლკს ინგლისური სილის გაწნით დაემუქრა.

რუმები

ქართული უცხოური