უილიამ კასუფის სადაო ჩემპიონობა
ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი მოთამაშე, რომელმაც დიდ პოკერში ადგილის დამკვიდრება უკვე მოასწრო, უილიამ კასუფი, აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის უკანასკნელი პერიოდის ყველაზე განხილვადი და საკამათო სუბიექტი გახდა. კასუფის მთავარი 'ბრალეულობა' იმაში მდგომარეობს, რომ EPT Prague-ის ჰაი როლერ ივენთის ფინალური ჰედს-აპის სტარტისთვის, მისი სტეკი მნიშვნელოვანი ანდერდოგის მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, მისი აქტიური საუბრის სპეციფიურმა მანერამ კასუფის კარიერაში ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიტანა და ანდერდოგობის მიუხედავად, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პოკერის ელიტურ ფენებში, პრაღის მოვლენების შემდეგ, კასუფს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა. როგორც ინგლისელი პროფესიონალი მოთამაშე, მაქს სილვერი ამბობს, ჩემპიონობაზე ორიენტირებული მოლაპარაკება, კასუფმა, სწორედ მისი რჩევით დაიწყო. როგორც ირკვევა, კასუფისთვის EPT High Roller-ის გამარჯვებულის ტიტული ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.
როგორც ირკვევა, პატრიკ სერდას ჩიპლიდის დათმობაზე კატეგორიულ უარს ამბობდა, რის გამოც მოლაპარაკებებს ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა. საბოლოოდ კი ტურნირის დირექტორმა თამაში გააჩერა და პატრიკ სერდაც იძულებული გახდა კასუფის და სილვერის მოთხოვნას დათანხმებულიყო.





