ანჯელკო ანდრევიჩი WPT Amsterdam Main Event-ს იგებს

როცა 2016 წლის WPT Amsterdam Main Event-ის მიმდინარეობა ფინალურ სტადიაში შევიდა, ტურნირის მთავარი ჰედლაინერი ანტონი ზინო იყო - ადამიანი, რომელმაც WPT-ის უკანასკნელი 3 ტურნირის ფინალურ მაგიდამდე მიღწევის შემდეგ, ტურნირი მოგება შეძლო. ცხადია, ამჯერადაც ყველა იგივეს ელოდა. 

ტურნირის ჰედლაინერი ნამდვილად ანტონი ზინო იყო, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, სხვა მოთამაშეების მხრიდან ტურნირის მოგების მცდელობა და ბრძოლა არანაკლებ დრამატული იყო. ფინალურმა ექვსეულმა, თამაში, ანჯელკო ანდრევიჩის ჩიპლიდით დაიწყო, რომელიც 67 ბიგ ბლაინდს ფლობდა, მაშინ როცა სენ ანგის სტეკი მხოლოდ 16 ბიგ ბლაინდს შეადგენდა. სტეკის სიმცირის მიუხედავად, სენ ანგი პირველი არ იყო, ვინც ტურნირს გამოეთიშა. პირველი მოთამაშე, რომელმაც ტურნირი დატოვა, ჰოლანდიელი ჰანს ბოსმანი იყო, რომელმაც ფინალური მაგიდა კატასტროფული სვინგით დაიწყო: პირველივე დარიგებაზე, მან, სტეკის ნახევარი წააგო, როდესაც ანტონი ზინოს მაღალ ორ წყვილს, საკუთარი ორი წყვილით დაუპირისპირდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ კი, ისევ ანტონი ზინოს TT-ის წინააღდმდეგ ე.წ. კოინფლიპზე, AK-ით დამარცხდა. 

ბოსმანის შემდეგ, ჯერი, შორთ სტეკზე - სენ ანგზე მიდგა, რომელმაც ფლოპზე დადებული J-ის შემდეგ, TT-ით, ანდრევიჩის AJ-ს ვერ გაუმკლავდა. მართალია, ანდრევიჩმა ანგის გაგდებით ჩიპლიდი უფრო გაიმყარა, მაგრამ ზინოს იღბლის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. დარიგებაში, სადაც ანჯელკო ანდრევიჩმა KK-ის სეტი მიიღო, ხოლო ზინომ A5-ით ბროდვეი სთრეითის დასრულება შეძლო, მომავალმა გამარჯვებულმა სტეკის დიდი ნაწილი დაკარგა. 

ტურნირის სტრუქტურის გამო, მოთამაშეებს საკმაო ჩიპები მოუგროვდათ იმისთვის, რომ თამაში დაძაბული და ხანგრძლივი ყოფილიყო. თუმცა, ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, ანტონი ზინომ, ფინალურ ჰედს-აპამდე მისვლა ვერ მოახერხა. ის, A2-ით, ტომას ფარას AA-ის წინააღმდეგ დამარცხდა. ფინალური ჰედს-აპი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. იმ მომენტებშიც კი, როდესაც ანდრევიჩი სტეკის რაოდენობით უკან იყო, ის მაინც დამაჯერებლად და გაცილებით სოლიდურად თამაშობდა. რამდენიმე მასიური ბანკის მოგების შემდეგ, ანდრევიჩმა 87-ით ოლინი გააკეთა, რასაც ფარამ K9-ით უპასუხა. ფლოპზე დადებული 8-ის შემდეგ კი სიტუაცია არ შეცვლილა და საბოლოო გამარჯვება, WPT Amsterdam-ის მეინ ივენთის გამარჯვებულის ტიტული და €200.000 ევრო ანჯელკო ანდრევიჩს ხვდა წილად. 

რუმები

ქართული უცხოური