გასული კვირის მიმოხილვა - კოსტრიცინი კვლავ აპსვინგზეა; ბლომი აგებს
ვინც ონლაინ პოკერის მიმოხილვას თვალყურს ადევნებს, ალექსანდრ კოსტრიცინის წარმოუდგენელი სვინგების შესახებ ინფორმირებული იქნება. სამი კვირის წინ რუსმა მოთამაშემ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი მოიგო, რასაც წამგებიანი კვირა მოჰყვა, სადაც მან $250.000 დოლარამდე დაკარგა. გასულ კვირას კი, "joiso" კვლავ მომგებიან ციკლს დაუბრუნდა - ამჯერად მისმა მოგებამ, 6.513 დარიგებაში, $652.845 დოლარს მიაღწია.
წარმატებული კვირა გამოდგა დენიელ "w00ki3z" კეიტსისთვისაც, რომელმაც 7.765 დარიგებაში $201.767 დოლარი მოიგო. მან, 8-გეიმსის $400/$800 ლიმიტზე, მაიკ გოროდინსკის, ვიქტორ ბლომისა და კუზნეცოვის წინააღმდეგ $94.000 დოლარი გამოიმუშავა. როგორც HighStakesDB იუწყება, 10 საათიანი დამღლელი სესიის შემდეგ, კეიტსი ვიქტორ ბლომს ჰედს-აპ მაგიდებზე დაუპირისპირდა, სადაც დამატებით $53.000 დოლარი მოიგო.
გასული წლის ყველაზე მომგებიან მოთამაშეს, ვიქტორ "Isildur1" ბლომს კი კოშმარული პერიოდი დაუდგა - მისი 7 დღიანი მინუსი $560.067 დოლარამდე ავიდა. ცუდი კვირა გამოუვიდათ ასევე ტიმოფეი კუზნეცოვსა და ფედორ ჰოლცს, რომლებმაც $300.000 და $132.943 დოლარი დაკარგეს. მიუხედავად წარუმატებელი კვირისა, ბლომმა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარიგებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ის სწორედ ალექსანდრ კოსტრიცინს დაუპირისპირდა:
პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 მაგიდაზე, კოსტრიცინმა პრეფლოპ ვაჭრობა $700 დოლარიანი ბეთით გახსნა, რასაც ბლომის $2.400-იანი 3-ბეტი მოჰყვა. ბლაინდებზე მყოფმა მოთამაშეებმა დაფოლდეს, კოსტრიცინმა კი შვედის ფსონი გაასწორა. 4
T
8
ფლოპზე, კოსტრიცინი ჩექს აკეთებს, ხოლო ბლომი $3.200 დოლარს დებს, რაზეც რუსი $10.786. დოლარიანი ჩექ-რეიზით პასუხობს. რამენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, ბლომმა დარჩენილი $33.140 დოლარი მაგიდაზე შეიტანა - რუსმა, მეტოქის აგრესიას. მომენტალურად უპასუხა.
ბლომი: Q
T
6
9![]()
კოსტრიცინი: Q
T
7
6![]()
ორივე მოთამაშეს ტოპ წყვილი აღმოაჩნდა, სთრეით დროსთან ერთად. თერნზე დადებულმა J
-მა კი სავარაუდო სთრეითის დასრულების საშუალება ვიქტორ ბლომს მისცა, ხოლო 5
რივერმა სიტუაცია უცვლელად დატოვა. საბოლოოდ შვედმა მოთამაშემ $70.496 დოლარი მოიგო, მაგრამ დიდი დარიგების მიუხედავად, მისი კვირა გრანდიოზული მინუსით დასრულდა.





