ელი ელეზრა ჰაკ სიდის უცნაური ბეთების შესახებ

პროპ ბეთების მეფე, ელი ელეზრა, ქალაქშია! მისი ნახვა 2015 წლის WSOP-ზე შეგიძლიათ. ელეზრა, არამარტო პოკერის მოყვარულებისთვისაა ერთ-ერთი ყველაზე მისაღები მოთამაშე, არამედ ჟურნალისტებისთვისაც - მას ყველასთან გახსნილი და უშუალო ურთიერთობა აქვს. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, ცნობილმა მოთამაშემ, თავისი მეგობრის, 1996 წლის მეინ ივენთის გამარჯვებულის, ჰაკ სიდის 'საიდუმლო' გაუმხილა პოკერის გულშემატკივრებს.

"მან სანაძლეო დადო, რის მიხედვითაც, სანამ WSOP-ის სამაჯურს არ მოიგებს, მას თმის შეჭრის უფლება არ აქვს. თითო ასეთი სანაძლეო მას $5000 დოლარი დაუჯდება. მოსაგებად 2 წლიანი ვადა აქვს და თუ ამ დროში ვერ ჩაეტია, ის ყველას უხდის ფულს. მაგრამ არის კიდევ ერთი პირობა: თუ შემდეგი 6 წლის განმავლობაში სიდმა მოახერხა სამაჯურის მოგება, მაშინ სხვები ვალდებულები იქნებიან გადაუხადონ $5000 პლუს ის თანხა, რომელიც მან ტურნირზე მოიგო. მე ვფიქრობ, ამით ის საკუთარ თავს აიძულებს უფრო მეტად გადაერთოს WSOP-ზე და სატურნირო თამაშზე" - ამბობს ელი ელეზრა. მისივე ინფორმაციით, თუ სიდი WPT-ის ორი ივენთის მოგებას მოახერხებს, მას ერთი WSOP-ის ივენთის ფასი ექნება. 

სიდს, თავის კარიერაში, 4 სამაჯური აქვს მოგებული, მათ შორის 1996 წლის მეინ ივენთი, რამაც მსოფლიო ჩემპიოინის სახელი მოუტანა. უცნაურია, მაგრამ დღემდე აქტიური მოთამაშის ბოლო მოგებული WSOP სამაჯური, 2003 წლით თარიღდება, როცა მან $5.000 დოლარიანი რაზის ივენთი მოიგო, $71.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. სიდის საუკეთესო შედეგი WTP-ზე კი ორი მეშვიდე ადგილია, 2003 და 2009 წლებში. იმ ტურნირების საშუალო ენტრანტების რაოდენობა, რომელიც სიდს აქვს მოგებული, 155-ია. 38 ივენთი წლევანდელ WSOP-ზე დასრულებულია და დარჩენილებს შორის ძალიან ცოტას თუ ნახავთ, რომელსაც მხოლოდ 155 მონაწილე ეყოლება. მარტივად რომ ვთქვათ, სიდისთვის კიდევ ერთი სამაჯურის მოგება, 2015 წელს, საკმაოდ რთული იქნება. ყოველ შემთხვევაში, მისი სტატისტიკა ამას ამბობს. 

ჰაკ სიდის მოწინააღმდეგეებმა, შეიძლება მხნედ იგრძნონ თავი, მისი კარიერის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სამაჯურების არარსებობით, მაგრამ თუ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონის ბეთების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება. "მე მომწონს მისი შანსები, - ამბობს ელი ელეზრა, - მე არასდროს მინახავს ჰაკ სიდის წაგებული პროპ ბეთი. მან დადო ფსონი გოლფში, 90 ორმოთი და მოიგო,  დადო ერთ მილზე - მოიგო, დადო სხეულის ცხიმის 5%-ზე ქვემოთ ჩამოყვანაზე და ესეც მოიგო. ის ყველაფერს აკეთბს ბეთების მოსაგებად."

მართლაც, ჰაკ სიდმა მოიგო სანაძლეო, რომლის მიხედვითაც მას, თვეში ორჯერ, სრულიად შემთხვევითი აწონვისას უნდა ეჩვენებინა 83 კილოგრამი. 2.01 მეტრიანი ადამიანისთვის, მოგეხსენებათ, ამ წონის ჩვენება საკმაოდ რთულია. 

რუმები

ქართული უცხოური