ფილ აივი სამ დღეში მილიონ დოლარს აგებს

ყველას აინტერესებს, თუ რატომ არ ჩანს წლევანდელ WSOP-ზე ფილ აივი? როგორც ცნობილია, პოკერის ლეგენდა მაკაოში იმყოფება, სადაც ონლაინ და ოფლაინ ქეშ გეიმებზე გრაინდერობს. თუმცა რამდენად წარმატებულად, ეს მეორე საკითხია. სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილი არ არის მისი ლაივ ქეშ გეიმების შედეგები, მაგრამ ონლაინ, დანამდვილებით ვიცით, რომ ყველაფერი ცუდადაა.

პარასკევიდან კვირის ჩათვლით, აივიმ 'პოკერსტარსზე' დაახლოებით 3500 დარიგება ითამაშა და $968.000 დოლარის წაგება მოახერხა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კორტ კიბლერ-მელბიმ და Ot8_RedBaron-მა წაიღეს. 2015 წელს, ფილ აივიმ, 'პოკერსტარსსა' და 'ფულტილტზე' $2.18 მილიონი დოლარი წააგო და ამჟამად წლის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშეების რეიტინგში ლიდერობს. 

როგორც ცნობილი ხდება, შემდეგ კვირაში, პოკერის ლეგენდა ვეგასში ბრუნდება, WSOP-ის ფარგლებში დაგეგმილი $50.000 Poker Players Championship-ის სათამაშოდ. 

ავის მხოლოდ სათამაშო მაგიდებთან არ დაუხარჯავს ეს პერიოდი - მან და კიდევ ერთმა ონლაინ პოკერის ლეგენდამ, ტომ დუანმა ახალი თამაში Six Plus Hold'em გამოიგონეს. თამაშის წესები ზუსტად იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში 52 კარტის ნაცვლად 36 გამოიყენება. დასტაში არ შედიან 2,3,4 და 5-იანები. ორივე მოთამაშე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახალი სახეობის ჰოლდემში იღბლის ფაქტორი გაცილებით გაზრდილია, რაც თამაშს გაცილებით საინტერესოს ხდის. 

რუმები

ქართული უცხოური