ჯეისონ მერსიერი SCOOP-ის ტიტულს ზედიზედ ორჯერ იგებს
'პოკერსტარსის' თიმ პრომ, ჯეისონ მერსიერმა, პატარა, მაგრამ ელიტური ტურნირი, ორი ღამის განმავლობაში ზედიზედ მოიგო. რაც ყველაზე მთავარია: ის წლის მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში, ძალიან ადრეულ სტადიაზე საგრძნობლად დაწინაურდა. ჯეისონ მერსიერი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც შეძლო Spring Championship of Online Poker-ის (SCOOP) 24 საათიან ინტერვალში ორჯერ მოგება.
EPT-ის ჩემპიონმა და WSOP-ის ორგზის გამარჯვებულმა, თავდაპირველი გამარჯვება 56 მოთამაშეს შორის მოიპოვა, $2100 დოლარიან ფიქსირებული ლიმიტის ბადუგის ტურნირში, $39.200 დოლარით პირველ ადგილზე. კანადელი მოთამაშისთვის მეორე ღამეც წარმატებული აღმოჩნდა - ამჯერად მან FL 5 ქარდ დრო ტურნირი, 43 მოთამაშეს შორის მოიგო და წინა დღის მოგებას კიდევ $34.400 დოლარი შეჰმატა.
მერსიერი ამჟამად SCOOP-ის 3 ტიტულს ფლობს. მას მხოლოდ ჯორჯ დენზერი (4 SCOOP), კელვინ ანდერსონი (5 SCOOP) და შონ დიბი (5 SCOOP) უსწრებენ. წლის მოთამაშის ტიტულს მერსიერმა იმითაც შეუტია, რომ მან მესამე ულიმიტო ივენთზეც მოახერხა ფულში შესვლა, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება აღარ გაუმეორებია. თუმცა პოკერის სამყაროს აქვს SCOOP-ის ერთ სერიაზე ოთხი ტიტულის მოგების გამოცდილება. ეს, 2012 წელს, შონ დიბმა მოახერხა.
ამასთნ ერთად, მერსიერის სტატუსს საფრთხე დაემუქრა, რადგან ამ კვირაში SCOOP-ის ტიტული კიდევ ორმა მოთამაშემ - 2014 წლის WCOOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა ფედორ ჰოლცმა და 2014 წლის Aussie Millions-ის მეორე ადგილის მფლობელმა სორელ მიციმ მოიგეს. ასე რომ კანადელ მოთამაშეს ძალების მაქსიმალური მობილიზაცია მოუწევს, რათა წლის მოთამაშის სიაში მოწინავე ადგილები შეინარჩუნოს.





