ზომბები WSOP-ზე

2015 წლის ზაფხულში, პოკერისა და აპოკალიფტური ჟანრის ლიტერატურის მოყვარულებს სასიამოვნო სურპრიზი ელით: World Series Of Zombies (WSOZ) - სათავგადასავლო ჟანრის წიგნი, სადაც აღწერილია, თუ როგორ დაიწყო ზომბი აპოკალიფსი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. 

WSOZ, ინტერნეტ პორტალ 'პოკერნიუსის' რედაქტორისა და 2013 წლის WSOP სამაჯურის მფლობელის, ჩედ ჰოლოვეის ნამუშევარია. "WSOZ-ის რეალურად განხორციელება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, - თქვა ჰოლოვეიმ, - ვეცადე გამეკეთებინა სასაცილო და არაპრობლემატური, გასართობი ლიტერატურა. ზომბებზე უამრავი ფილმი და წიგნია შექმნილი, მაგრამ აქამდე, ასეთი კუთხით, ეს თემა არავის გაუშლია. ჩემი აზრით, წიგნი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, როგორც პოკერის მოყვარულთათვის, ასევე ზომბის ფანებისთვისაც. მოუთმენლად ველი 2015 წლის WSOP-ზე ჩემი კომიქსის პრემიერას!" 

წიგნის პერსონაჟები მსოფლიო პოკერის ვარსკვლავები არიან. WSOZ-ში თქვენ ნახავთ: დენიელ ნეგრანუს, ფილ ჰელმუტს, მაიკლ მიზრაკის, ფილ ლააკს, ანტონიო ესფანდიარისა და ვანესა სელბსტს. ჰოლოვეიმ, ამ კომიქსისთვის, ტერი ჰადლსტონი დაიქირავა - Big Bang Comics-ისა და OSSM Comics-ის მხატვარი. ამჟამად ჰადლსტონი "მარველის" ახალ ფილმზე, "Avangers"-ზე მუშაობს. კომიქსზე მუშაობას ასევე დათანხმდა ერიკ რეიჰენბაჰი, რომელმაც კომიქსის ყდა შექმნა. "როცა პირველად დავიწყე ქავერის ესკიზებზე მუშაობა, რაც თავში მომდიოდა იყო ზომბების ხროვა დენიელ ნეგრანუს უკან. რაც შეეხება ზომბის ტიპაჟებს - რა უნდა იყოს ლას ვეგასში დაწყებულ აპოკალიფსთან ყველაზე ახლოს, თუ არა სტრიპტიზიორი ზომბები?" - თქვა ინტერვიუს დროს ერიკ რეიჰენბაჰმა. 

WSOZ ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა და თითო ეგზემპლარი $5 ეღირება. მისი გაყიდვა მხოლოდ WSOP-ის მიმდინარეობის დროს, კაზინო Rio-ში იგეგმება. 

რუმები

ქართული უცხოური