ჰიპ-ჰოპერი ილარი "ზიგმუნდ" საჰამისი
ლეგენდარული ჰაი სტეიკს გრაინდერი, ფინელი ილარი საჰამისი ახალ ამპლუაში მოგვევლინა. მან ბედი ჰიპ-ჰოპში სცადა. საჰამისს თამამად შეიძლება დღევანდელი ფინური პოკერის დენ ბილზერიანი ვუწოდოთ. ის მისაღები სტუმარია ყველა ადგილობრივი მაღალი კლასის წვეულებაზე, მისი მეგობრები, გარდა პოკერის ცნობილი ვარსკლავებისა, არიან ფინელი და სკანდინავიელი მილიონრები და ა.შ.
2015 წლის მონაცემებით, პოკერსტარსის PLO nosebleed-ზე ის უკვე $594.308 დოლარის პლუსს აჩვენებს. გასულ თვეში კი მან $50.000 დოლარით დაასპონსორა ფინური რეპ ჯგუფი Teflon Brothers. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი სოლიდური შემოწირულობის გამო იქნა ის მიწვეული სტუმრად ჯგუფის ახალ ვიდეო კლიპში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. თუ ჰიპჰოპი არ გიტაცებთ მხოლოდ "ზიგმუნდის" ვერსის მოსმენა გსურთ, მაშინ გადაახვიეთ ვიდეო 2:10 დროზე.
თუმცა ეს არ არის მოთამაშისთვის პირველი გატაცება რეპით. 4 წლის წინ ის კიდევ ერთ ჰიპ-ჰოპ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც მისი მდიდრული ცხოვრება იყო ნაჩვენები.





