5 ყველაზე ცუდი სლოუროლი პოკერის ისტორიაში

"აირიშ ოფენზე" მომხდარი სლოუროლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჯეოპოკერის მომხმარებლებისთვის, კამერაზე აღბეჭდილი სხვა არანაკლებ მძიმე და სასტიკი სლოუროლები გვეჩვენებინა. 

The Irish Open 

რადგანაც სტატიის გაკეთება ამ დარიგებამ გადაგვაწყვეტინა, პირველად სწორედ 2015 წელს გამართულ "აირიშ ოფენზე" მომხდარ ყველაზე ცნობილ დარიგებას გთავაზობთ, რომელმაც მაყურებელთა აქტივობით, ტურნირის ფინალურ დარიგებას და მთლიანად ჰედს-აპ ბრძოლასაც კი აჯობა. 

 

შონ დიბი VS მაიკ მატუსოუ

ფიქრობთ, რომ სლოუროლი უწყინარი ხუმრობაა? ამ ვიდეოში მაიკ მატუსოუ გვახსენებს, რომ სლოუროლი, თუნდაც ის ხუმრობით იყოს გაკეთებული, პოკერის ეტიკეტის ყველაზე უხეში დარღვევაა

 

ძუნწი ფილ ჰელმუტი

სლოუროლი ზოგჯერ შეიძლება 'ნიტროლად' გადაიქცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთისთვის ქოლის გადაწყვეტილება რამდენიმე წამს წაიღებდა, მეორეს იგივე გადაწყვეტილებისთვის მთელი საუკუნე დასჭირდება. 

 

პოკერის მსოფლიო თასი

ეს დარიგება შეიძლება ყველაზე მძიმე სლოუროლად ჩავთვალოთ, რადგან ერთ დარიგებაში ის არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე გაკეთდა. 

 

საუკეთესო სლოუროლი

მიუხედავად იმისა, რომ პოკერში ვერავინ მოიფიქრებს ამაზე ცუდ საქციელს , ზოგჯერ რთულია თავი შეიკავო და არ უგულშემატკივრო სლოუროლერს. ეს 96 წლის WSOP-ის მონაწილე ნამდვილად დაგარწმუნებთ ამაში.

რუმები

ქართული უცხოური