მოთამაშეს, რომელმაც $60.000 მოიგო და სამსახური მიატოვა, ბანკი მოგებულ თანხას არ აძლევს

მიუხედავად თავბრუდამხვევი წარმატებისა, რომელიც იტალიელ მოთამაშეს ‘RuiDeck’-ს ეწვია პოკერსტარსის Micromillions Main Even-ზე,  მის მდგომარეობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ სახარბიელოს. მან ონლაინ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც $59.480.98 მიიღო, მაგრამ მისი ბანკი, უბრალოდ უარზეა აუნაზღაუროს მოთამაშეს მოგებული თანხა.

როგორც ItalianPokerClub-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ‘RuiDeck’-ს მხოლოდ $11 დოლარი ჰქონდა ანგარიშზე, რითიც რამდენიმე სატელიტის მოგება და შემდეგ მეინ ივენთზე თამაში მოახერხა. იტალიელმა მოთამაშემ თავისი კარიერისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, 20 000 მოთამაშეს შორის  მესამე ადგილი დაიკავა.

‘RuiDeck’ რომელიც ამჟამად დრეზდენში, გერმანიაში ცხოვრობს, თავს სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენს. ბოლო დროს ის მიმტანად მუშაობდა, თუმცა თითქმის $60.000 დოლარის მოგების შემდეგ, მან გადაწყვიტა რისკიანი ნაბიჯი გადაედგა და სამუშაო მიეტოვებინა. „როგორც კი თამაში დავასრულე, მაშინვე ბილეთი დავჯავშნე სიცილიამდე, რათა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მეზეიმა. სამსახურზეც უარი ვთქვი და პოკერის თამაში გადავწყვიტე“ - უთხრა მან ItalianPokerClub-ს.

თუმცა ფულის განაღდება, ტურნირის მოგებაზე ბევრად რთული აღმოჩნდა. ევროპული კანონმდებლობა ფულის გათეთრების შესახებ და გერმანიის სათამაშო რეგულაციები, ორი მიზეზია, რაც ბანკს ხელს უშლის თავისუფლად გასცეს მოგებული თანხა.

„თავდაპირველად მითხრეს, რომ ფულის გამოტანისთვის ერთი კვირა იყო საჭირო, რადგან ევროპული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით €10.000 ევროზე დიდი თანხის განაღდებისას ფულის გათეთრების რისკები იჩენს თავს, რისი გამოკვლევაც დროს მოითხოვს. შემდეგ ბანკმა განმიცხადა, რომ ჩემი მოთხოვნა საერთოდ არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, რადგან გერმანიის იმ რეგიონში, სადაც მე ვიმყოფები პოკერის თამაში არალეგალურია“.

გამოუვალი სიტუაციით შეწუხებული და შეშინებული მოთამაშე პოკერსტარსს დაუკავშირდა. პოკერსტარსმა სურვილი გამოთქვა დახმარების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი დაუდასტურებენ ბანკს იტალიელი მოთამაშის მიერ მოგებული თანხის სრული ლეგიტიმურობის შესახებ, რაც ყოველგვარ ფულის გათეთრების სქემას გამორიცხავს.

„მე, როგორც მომხმარებელი, მოტყუებულად ვგრძნობ თავს. ვერავინ მიხსნის ვისი ბრალია შექმნილი სიტუაცია, ბანკის, პოკერ რუმის, თუ გერმანული რეგულაციების. რეალობა კი ასეთია: მე მივატოვე სამსახური, რადგან მე მაქვს ფული, რომელიც კანონიერად მოვიპოვე და ახლა ირკვევა, რომ ამ ფულს ვერ გამოვიყენებ“ - განაცხადა იტალიელმა მოთამაშემ. 

რუმები

ქართული უცხოური