ზლატან იბრაგიმოვიჩი უარს აცხადებს პოკერსტარსთან თანამშრომლობაზე
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ზლატან იბრაგიმოვიჩმა, უარი განაცხადა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც იგი მსოფლიოს უდიდესი პოკერ რუმის, პოკერსტარსის სახე გახდებოდა.
მიუხედავად მარტში დაანონსებული თანამშრომლობის შესახებ ფეხბურთელსა და პოკერ რუმს შორის, ფრანგული ყოველდღიური გაზეთი Le Parisien-ის ცნობით, შვედმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა არ დაეკავშირებინა მისი პერსონა პოკერსტარსთან. ამის მიზეზად კი, ფეხბურთელმა, ფინანსურად არამომგებიანი შეთავაზება მიიჩნია. დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც კულუარებიდან გავრცელდა, ფეხბურთელს შესთავაზეს წლიურად 4 მილიონი ევრო.
როგორც ცნობილია შვედეთის ოქროს ბურთის ცხრაგზის მფლობელ სპორტსმენში, რომელიც იტალიური მილანის ღირსებას იცავდა, 2012 წელს, ფრანგულმა პარის სენ-ჟერმენმა 65 მილიონი ევრო გადაიხადა. ბოლო მონაცემებით, Forbes-ის მიხედვით, იბრაგიმოვიჩი მეთორმეტე ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის. მან 2014 წელს 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ფეხბურთელსა და პოკერ რუმს შორის აწარმოებდა ფრანგული კომპანია VIP-Consulting, რომელმაც აქამდე პოკერსტარსის სხვადასხვა პროექტებში ჩართო ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე-პიერ ჟინიაკი, ერიკ დი მეკო და ანტონი ლოპესი.
სამწუხაროდ არ ვრცელდება ოფიციალური განცხადება არც ფეხბურთელისა და არც საშუამავლო კომპანიის მხრიდან.





