დენიელ ნეგრანუს სემინარი

2015 წლის იანვარში, PCA-ის მსვლელობის დროს, დენიელ ნეგრანუმ ჩაატარა სემინარი. საუბრის უმეტესი ნაწილი დაეთმო მიზნების დასახვას და გზებს მათ მისაღწევად.  გთავაზობთ ნაწყვეტებს დენიელ ნეგრანუს გამოსვლიდან. 
"რა არის თქვენი მიზანი, როდესაც ჯდებით სატურნირო მაგიდასთან?" - ეს იყო კითხვა, რომლითაც ნეგრანუმ მიმართა პუბლიკას. მაყურებელმაც არ დააყოვნა და გაისმა უამრავი პასუხი: ფული, გამარჯვება, კარგი თამაში... 
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თამაშამდე ხდება შენს გონებაში არის კითხვა, რის მიღწევას ცდილობ? როდესაც თამაშობ ტურნირს, შენ უნდა განსაზღვრო, არის თუ არა შენი მოქმედება შენს სურვილებთან შესაბამისობაში? თუ შენ არ იცი საით მიდიხარ, რა არის მიზანი, როგორ უნდა მიაღწიო მას?" 
ნეგრანუმ ასევე გაიხსენა მისი კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები:
"რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე უამრავი ხარვეზი. მე ვაპირებდი ტურნირის მოგებას და წინა დღით მივდიოდი ბარში, ვსვამდი დილის 4 საათამდე, ვიძინებდი მხოლოდ 5 საათით და შემდეგ მივდიოდი ტურნირზე, სადაც ირკვეოდა რომ თამაში საათნახევრის დაწყებული იყო. ჩემი ქმედებები არ ემთხვეოდა ჩემს სურვილებს". 
ნეგრანუს აზრით წარმატების გასაღები მდგომარეობს გეგმის სწორად შედგენაში. უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო ის, რომ გეგმის შედგენა უნდა დაგვეწყო არა პირველი ნაბიჯით, არამედ პირიქით - საბოლოო მიზნიდან. შესაბამისად გეგმაში ისახება საბოლოო მიზანი, მისკენ მიმავალი გზები და საშუალებები, რომლებიც მოიცავენ წლებს, თვეებს, აქედან თითოეული დღის განრიგს და საათობრივ დეტალურად გაწერილ აქტივობებს. 
ნეგრანუმ აღწერა მისი სირთულეები, რაც უკავშირდებოდა მის ვეგეტარიანულ ცხოვრებას, მუდმივ მგზავრობას, ტურნირებზე სიარულს სხვადასხვა ქვეყნებში, არეული დღის გრაფიკს და ა.შ. დაღლილობა, შიმშილი, აზარტი, უძილობა, ეს ყველაფერი ნეგრანუს აიძულებდა წინასწარ დაეგეგმა მისი ყოველი ნაბიჯი, რათა მაქსიმალურად ცივი გონებით დაეწყო თამაში და ტურნირის დროს არ დაეხარჯა დრო წვრილმანებზე. 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ნეგრანუმ ისაუბრა იყო მიზნის მასშტაბურობა. მან მოიყვანა მაგალითი ორ ქალზე, რომლებსაც სურდათ წონაში დაკლება. ერთმა დაისახა მიზნად 5 ფუნტის დაკლება, ხოლო მეორემ - 20 ფუნტის. პირველმა მიაღწია თავის მიზანს ადვილად, ხოლო მეორემ განიცადა წარუმატებლობა და დაიკლო მხოლოდ 15 ფუნტი. და მიუხედავად მისი საბოლოო მიზნის შეუსრულებლობისა, მეორემ უკეთეს შედეგს მიაღწია. 
"მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავსახოთ მიზნები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, რომლებიც ოდნავ, მაგრამ მაინც მიუღწევლად გვეჩვენება. მე ყოველი წლის იანვარში ვისახავ 10 მიზანს ჩემი კარიერისთვის და ისინი ხშირად აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. ადამიანებს ხშირად ეცინებათ ჩემს მიზნებზე. წელს ვაპირებ სამი WSOP სამაჯურის მოგებას. მილიონ დოლარს ნამდვილად არ დავდებდი ჩემს მიზანზე, მაგრამ ეს არის ის, რის მისაღწევადაც მე ვიბრძოლებ! და თუ ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც მე მინდა? თუ მე ვერ მოვიგებ 3 სამაჯურს? რა მოხდება მაშინ? მე მოვიგებ ორს ან ერთს, რაც საკმაოდ კარგი შედეგი იქნება ნებისმიერი მოთამაშისთვის. მე კმაყოფილი ვიქნები!"  

რუმები

ქართული უცხოური