ფილ ჰელმუტი - მსოფლიო პოკერის ცოცხალი ლეგენდა
ფილ ჰელმუტი დაიბადა მედისონში, ვისკონსინის შტატში, 1964 წლის 16 ივლისს. ვისკონსინის უნივერსიტეტში გატარებული 3 წლის შემდეგ, მომავალმა იურისტმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა სწავლისთვის, რათა მეტი დრო დარჩენოდა თამაშის უფრო ღრმად შესასწავლად. ამჟამად იგი ცხოვრობს პაოლო ალტოში, კალიფორნიის შტატში, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს, რა თქმა უნდა, ლას ვეგასში ატარებს.
2015 წლის მარტისთვის მისი მთლიანი ლაივ სატურნირო მოგება შეადგენს $ 18.282.014 დოლარს, იგი მეშვიდე ადგილზეა ლაივ ტურნირების საერთო მოგების მიხედვით.
1989 წელს, 24 წლის ჰელმუტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც მოიგო WSOP. ფინალურ მაგიდაზე მან დაამარცხა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ჯონი ჩენი. მისი ასაკის რეკორდი ორჯერ იქნა გაუმჯობესებული პიტერ ისტგეიტისა და ჯო კადას მიერ.
ჰელმუტი ფლობს რეკორდს WSOP-ის ტურნირებზე ყველაზე მეტჯერ აღებული საპრიზო ადგილების მიხედვით და WSOP-ის ყველაზე მეტი ფინალური მაგიდისთვის. მან 49-ჯერ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე.
2005 წელს ჰელმუტმა მოიგო პირველი National Heads-up Poker Championship, სადაც ფინალურ მაგიდაზე დაამარცხა კრის ფერგიუსონი.
2012 წელს მან დაიკავა მეოთხე ადგილი (თანხა: $ 2.645.333) Big One for One Drop ტურნირში, რომლის ბაი ინი შეადგენდა $ 1.000.000 დოლარს.
2012 წლის 11 ივნისს ჰელმუტმა გააუმჯობესა თავისი რეკორდი და მოიგო მეთორმეტე WSOP სამაჯური, ამჯერად Seven Card Razz-ში.
იმავე წლის 4 ოქტომბერს მან მოიგო მისი მეცამედე სამაჯური ამჯერად WSOPE No Limit Hold'em Main Event-ზე, რითიც გახდა პირველი WSOP-ის და WSOP Europe მეინ ივენთების გამარჯვებული.
რეკორდული 13 WSOP სამაჯურიდან 12 მათგანი ჰელმუტს მოგებული აქვს ტეხასურ ჰოლდემში (3FL,1PL,8NL) ხოლო ერთი კი Seven Card Razz-ში.





