გას ჰანსენმა jungleman12 -ი სასტიკად დაამარცხა
jungleman12 -ი სულ ცოტა ხნის წინ დაუმარცხებლად ითვლებოდა PLO-ში (Pot Limit Omaha), მაგრამ შეხვდა გას ჰანსენს და ეს შეხედულება სწრაფადვე გაფათილდა, ისინი 2 დღის განმავლობაში თამაშობდნენ $500/$1.000 PLO Cap-ს და ჰანსენმა მატჩი დაახლოებით $600 000 პლიუსით დაასრულა.
ბოლო ხანებში გას ჰანსენი კარგ ფულს შოულობს Full Tilt Poker-ის Cap მაგიდებზე. ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე NEKOTYAN-ს $327 ათასი მოუგო, მისი შემდეგი მსხვერპლი კი დანიელ "jungleman12" ქეითსი აღმოჩნდა, რომელიც 2010 წლის საუკეთესო ონლაინ მოთამაშედ იყო აღიარებული. ასე რომ ამ გამარჯვებების შემდეგ ჰანსენი დაახლოებით მილიონს იგებს 3 დღიანი თამაშის შემდეგ.
მათ სულ რაღაც 501 დარიგება ითამაშეს 2 დღის განმავლობაში, მაგრამ ასეთ მოკლე დისტანციაზეც გასმა დამაჯერებელი და დომინანტური თამაში აჩვენა, რის შედეგადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს $569 ათასი მოუგო.
ჰანსენი: "მე საერთოდ ძლიერი ვარ"
ყველაფერთან ერთად გასი აშკარად სიამოვნებას იღებს თამაშისგან და ხუმრობისგანაც არ იკავებს თავს, ქვემოთ მოყვანილია მათი მიმოწერის ქართული ვარიანტი:
jungleman12: ?!?
Gus Hansen: რა იყო?
jungleman12: ძლიერი ქოლი იყო თენრზე
Gus Hansen: მე საერთოდ ძლიერი ვარ
...
jungleman12: რაიმე სოფთს იყენებ?
Gus Hansen: კი - fulltiltpoker.com-ს
აქვე მოვიყვანოთ რამდენიმე დარიგება მათი მატჩიდან:







