Sunday Million: VI ადგილის მფლობელი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

საიუბილეო PokerStars.com Sunday Million-ი დასრულებულია, მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მეექვსე ადგილის მფლობელი მხოლოდ 17 წლის არის. ამის გამო მას საერთოდ არ ჰქონდა ტურნირში მონაწილეობის უფლება.PokerStars.com-ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ მისი პრიზი გაუქმდა. 

საიუბილეო Sunday Million-ში 60 000 მდე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას და საპრიზო ფონდი რეკორდულად დიდი $11.825.600 გახლდათ. ფინალურ მაგიდაზე დარჩენილმა 9 მოთამაშემ ბანკი გაიყვეს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ერთ-ერთი მოთამაშე მხოლოდ 17 წლის გახლდათ.

მეექვსე ადგილზე გასულმა ჯიმი
"zeurrr" ჯონკერმა დაარღვია PokerStars.com-ის წესები, რომელშიც მითითებულია, რომ მოთამაშე მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს.

ჰოლანდიელი მოთამაშე საიუბილეო ტურნირზე 2$-იანი სატელიტით მოხვდა და ფინალურ მაგიდაზე ბანკის გაყოფის შემდეგ $518.402,33-ი შეხვდა. ჰოლანდიური გაზეთის Algemeen Dagblad-ის რეპორტიორი შეეცადა დაკავშირებოდა მათ და ინტერვიუ აეღო, მაგრამ მოხდა საეჭვო ფაქტი, ყურმილი ჯიმის 47 წლის მამამ, ჯოს ჯონკერმა აიღო და განაცხადა, რომ ტურნირში ის თამაშობდა.

გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ტურნირში მისი შვილი 17 წლის ჯიმი იღებდა მონაწილეობას.
Twitter-ში ჯიმის "jiminho3" ანგარიში სწრაფად გადაკეთდა ჯოს ჯონკერზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ეჭვი.

საიმონ კაიზერმა
PokerStars.com-ის წარმომადგენელმა ნიდერლანდებში, განაცხადა რომ ჯიმი დარეგისტრირებული იყო როგორც 19 წლის, რაც ადასტურებს იმას, რომ მან გამოიყენა მცდარი ინფორმაცია. ასევე დაამატა, რომ წესების დარღვევის გამო მისი საპრიზო თანხა დაბლოკილია და ამასთან შესაძლებელია პასუხისგებაში მიცემაც.

სად წავა მისი საპრიზო თანხა? გადანაწილდება დანარჩენ 8 ფინალისტზე თუ პოკერსტარსი კონფისკაციას მოახდენს ჯერ-ჯერობით უცნობია.

რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

რუმები

ქართული უცხოური