WSOP 2010: ფილ აივიმ მერვე ბრასლეტი მოიგო

როდესაც $3,000 H.O.R.S.E ტურნირის მესამე დღე დაიწყო ბრასლეტისთვის 25 მოთამაშე იბრძოდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომლებსაც რამდენიმე ბრასლეტი ქონდათ მოგებული კარიერაში, მაგრამ გამარჯვებული, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ოპონენტი და აწ უკვე რვა WSOP ბრასლეტის მფლობელი ფილ აივი გახდა.

როდესაც მოთამაშეები საფინალო მაგიდას მიუახლოვდნენ აივის 100 000 ჩიპი ქონდა და ტურნირის აუტსაიდერთა სიას ლიდერობდა მას სერიოზული აღმასვლა ჭირდებოდა რათა მოგების კანდიდათდა შორის განეხილათ, მან აღმასვლა seven-card stud რაუნდის დროს დაიწყო და Razz-ის რაუნდის შემდეგ უკვე 1 000 000 ჩიპი ქონდა.

საფინალო მაგიდაზე აივი არცერთხელ არ გასულა ძალიან წინ ჩიპების რაოდენობით, მაგრამ მან ერთგავრი ჯალათის ფუნქცია იტვირთა და ოპონენტები მიყოლებით გააგდო ტურნირიდან. პირველად მან და ჯეფრი ლისანდრომ ალბერტ ჰანი გააგდეს, როდესაც ბანკი გაიყვეს ხოლო ჰანმა ტურნირი დატოვა. შემდეგ აივიმ დეივიდ "Not Bakes" ბეიკერი გააგდო და მეექვსე ადგილი მიუჩინა, შემდეგ კენ ელდრაიჯი მეოთხეზე ადგილზე დატოვა, ხოლო მისი თანაგუნდელი Full Tilt-ის პროფესიონალთა გუნდიდან ჯონ ჯუანდა მესამეზე.

heads-up-ში აივის ოპონენტი ბილ ჩენი მამაცურად იბრძოდა, მაგრამ ალბათ დარწმუნებით იცოდა, რომ აშკარა აუტსაიდერი იყო, როგორც თამაშის ხარისხით ისე ჩიპების რაოდენობით. ორი პატარა ბანკის შემდეგ აივიმ მომენტი დაიჭირა და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ტურნირის უკანასკნელ დარიგებას უყურებდნენ. პრეფლოპზე რეიზებისა და რირეიზების შემდეგ, მეხუთე ქუჩაზე აივიმ აიძულა ჩენი მთლიანი ჩიპები მაგიდის ცენტრში გაეწია. აივის 3-4-A-6-2 ყავდა მზა 6-5 ით როცა ჩენს A-5-2-7-6 მზა 6-7-ით. (შეგახსენებთ ეს Razz-ია სადაც დაბალი კომბინაცია უძლიერესია), მეექვსე ქუჩაზე ორივე მოთამაშეს 7-იანი მიუვიდა, ხოლო მეშვიდეზე ჩენს ათიანმა ვერაფრით უშველა, მაშინ როცა აივის 4-იანი ამოუვიდა რითიც უფრო გააძლიერა თავისი კომბინაცია.

გამარჯვების შემდეგ აივიმ წელს პირველი და კარიერაში მერვე ბრასლეტი მოიგო. რის შედეგადაც ის $329 840-ით დაჯილდოვდა, მაგრამ თანხა ალბათ მისთვის უმნიშვნელოა და ყველაზე მეტად მერვე ბრასლეტის მოგება გაუხარდა. როგორც ადრე მოგახსნეთ ფილ აივის ნიძლავები მას ერთი ბრასლეტიც დარჩა რათა კრის ფერგუსონს $5 000 000-იანი ნიძლავი მოუგოს.

რუმები

ქართული უცხოური