WSOP-ს მიმოხილვა: Hot, hot Summer

ლას ვეგასი ზაფხულში ეს არის მწველი მზე და საშინელი სიცხე ქუჩებში, ერთის მხრივ გაოფლიანებული მამაკაცები და მეორეს მხრივ მსუბუქად ჩაცმული ქალბატონები. ზოგჯერ კი ყველაფერი იცვლება და მსუბუქად ჩაცმული მამაკაცები მონაწილეობას იღებენ პოკერის ტურნირებში, რომლებიც ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი. შეხედეთ ფოტოს :)

ამერიკელები - ძალიან ტოლერანტული ხალხია. ასაკობრივი, სქესობრივი, რასობრივი ან რელიგიური დისკრიმინაცია ოფიციალურად იკრძალება. სწორედ ამის გამო, პრინციპში არ არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა რომ მამაკაცებმა ვერ ითამაშონ Ladies' Event WSOP-ში.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვერ დავინახოთ მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ტურნირის აუცილებლობა. ბოლო-ბოლო მამაკაცებს არ აქვთ არანაირი შესამჩნევი (ფიზიკური) უპირატესობა ქალებთან მიმართებაში პოკერის მაგიდასთან. მეტიც უამრავ მამაკაცს დაუკარგავს კონცენტრაცია იმის გამო რომ მაგიდასთან ლამაზი და არც თუ ისე ჩაცმული ქალბატონი დამჯდარა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ტურნირი არსებობს და იქ თამაში მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

თუმცა წელს ხსენებულ ტურნირში რამდენიმე საინტერესო სუბიექტს შეიძლება წაწყდომოდით, რომლებიც როგორც მინიმუმ სერიოზულ ეჭვს გაგიჩენდნენ, იმის შესახებ მართლაც მიიღეს ამ სუბიექტებმა მემკვიდრეობით ორმაგი X-ქრომოსომა თუ არა.

საეჭვო ეგზემპლარების გილდიას შონ დიბი ლიდერობს, რომელიც მუქი ვარდისფერი სარაფანით, ბრასლეტით და მძივით სათამაშოდ დაჯდა  Ladies' Event-ში :).

სულ ტურნირში ქალებისთვის 6 გადაცმული კაცი თამაშობდა, მაგარამ ვერცერთი მათგანი შორს ვერ წავიდა და მალევე გამოვარდნენ ტურნირიდან. გამოვარდნილები ტურნირს მაყურებელთა აპლოდისმენტებით ტოვებდნენ, მაგრამ მოთამაშე ქალებს მაინც და მაინც არ სიამოვნებდათ დაუპატიჟებელი სტუმრების ყურება.

WSOP-ს ორგანიზატორებმაც ვერ დაინახეს იუმორი ამ კოსტუმირებულ მასკარადში და სერიოზულად ჩაფიქრდნენ რათა მომავალში მსგავსი აღარ განმეორდეს. მიუხედავად იმისა რომ ყველა მონაწილე მამაკაცმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მოგებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარდნენ, ორგანიზატორებისთვის მსგავსი ქმედება მაინც უსიამოვნო ფაქტად დარჩა.

დიალოგი 2010

პოკერის ბევრი მოთამაშისთვის Twitter- კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება გახდა. ასეთი ურთიერთობების მოყვარულმა ანეტ იბერსტადმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დოილ ბრანსონის წინააღმდეგ თამაში ურჩევნია ვიდრე ნებისმიერი ძლიერი ონლაინ პროს წინააღმდეგ, რადგან ძლიერი ონლაინ პრო ბევრად უფრო სწრაფად მიიღებს და გაანალიზებს ინფორმაციას, ვიდრე დოილ ბრანსონი.

Texas Dolly, რომელიც 77 წლის ასაკის მიუხედავად მობილურში დაინსტალირებული Twitter-ის საშუალებით ხშირად ეცნობა კოლეგების საუბრებს. სწრაფადვე გამოეხმაურა ობერსტადის ინტერვიუს და კითხა მას ამ ინტერვიუს დროს კრიტიკული დღეები ხომ არ ქონდა და ასევე დაამატა რომ მისი ნახვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი Bobby's Room-ში და თუ მას თამაში უნდა შეუძლია მიაკითხოს.

რუმები

ქართული უცხოური