ჯეკ იური გარდაიცვალა
97 წლის ასაკში გარდაიცვალა WSOP ტურნირების უხუცესი მოთამაშე ჯეკ იური, მას არცერთი WSOP Main Event-ი არ ჰქონდა გამოტოვებული და 2009 წელს სახალისო ვიდეოც დაუტოვა პოკერის მოყვარულებს.
მეტსახელი "მხტომელი ჯეკი" მას იმიტომ შეარქვეს, რომ ა.შ.შ.-ს სადესანტო ქვედანაყოფში მსახურობდა და პარაშუტით ხტომის სპეციალისტი იყო. მას ასევე მონაწილეობა ქონდა მიღებული ყველა WSOP Main Event-ში დაარსებიდან დღემდე. 2010 წლის WSOP-ზე ის იყო უხუცესი მონაწილე და საეჭვოა მისი რეკორდი, 97 წლის ასაკში პოკერის უმსხვილეს ტურნირზე თამაში, აწი ვინმემ გაიმეოროს.
2009 წლის WSOP-ზე მან ისეთ დარიგებაში მიიღო მონაწილეობა რომელიც თითქმის მთელმა პოკერის სამყარომ ნახა, ამ დარიგების შემდეგ კი მან თქვა "მე არასდროს ვნებდები"
ჯეკ იური ყოველთვის გამოირჩეოდა ხალისიანი ხასიათით და გულკეთილობით, ამის გამო ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა პოკერის მოთამაშეთა შორის, ამასთან როგორც ვიდეოდან დარწმუნდით კარგი იუმორის გრძნობაც გააჩნდა.
მისი უკანასკნელი ტურნირი WSOP 2010 იყო, რომლიდანაც გამოვარდნის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ოვაციებით გააცილეს ვეტერანი სამხედრო და მოთამაშე.





