თაღლითს პოკერის თამაში მიუსაჯეს

ბირჟის ყოფილი მაკლერი სემუელ მაკ-მასტერ უმცროსი, ფასიანი ქაღალდებით 26 თაღლითურ გარიგებაში დაადანაშაულეს. რის გამოც მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ პროკურორმა თანხმობა განაცხადა საპროცესო გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც მაკ-მასტერს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ციხეში ყოფნის პერიოდი, ან საერთოდ აარიდოს თავი ციხეში მოხვედრას, თუ ჯამში 444 000$ დაუბრუნებს დაახლოებით ოცამდე დაზარალებულს. შეთანხმების თანახმად მაკ-მასტერმა ხსენებული თანხა პოკერის თამაშით უნდა შეაგროვოს.

განაჩენის გამოტანა 6 თვით გადაავადეს, ამ ექვსი თვის განმავლობაში მაკ-მასტერმა ყოველთვიურად 75 000$ უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ ორჯერ არ გადაიხდის 12 წლით პატიმრობა მიესაჯება. რადგანაც მაკ-მასტერს სამუდამოდ აეკრძალა ფასიან ქაღალდებთან შეხება,  შემოსავლის მისაღებად მას მხოლოდ პოკერის პროფესიონალურ დონეზე თამაში რჩება. ამის გამო ნიუ მეკსიკოს შტატის მოსამართლე როს სანჩესმა უფლება მისცა დატოვოს შტატი, რათა მონაწილეობა მიიღოს პოკერის ტურნირებში.

თუ მაკ-მასტერი პოკერის თამაშის ხარჯზე პირნათლად შეასრულებს პირობას და დადგენილ ვადებში გადაიხდის ხსენებულ თანხას, სასამართლო საგრძნობლად შეამცირებს მის ციხეში ყოფნის ვადებს ან შესაძლოა სრულიად გაანთავისუფლოს კიდეც.

თეგები
თაღლითი

რუმები

ქართული უცხოური