Triton Highroller-ის უკანასკნელი გამარჯვებული ვინფრედ იუ გახდა
კვიპროსში გამართული Triton Highroller-ის სერიები დასასრულს მიუახლოვდა. უკანასკნელი ივენთის გამარჯვებული ვინფრედ იუ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იუ დასავლური პოკერისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზიური პოკერის განვითარებაში. ის მაკაუში მდებარე კაზინო Poker King-ის მფლობელია, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი ქეშ-გეიმები იმართება. გარდა ამისა, პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში, Poker King-ის კაზინო Triton Highroller სერიების მუდმივ სახლს წარმოადგენს.
$75.000 დოლარიან ივენთზე ვინფრედ იუმ გამარჯვებას 41 მოთამაშეს შორის მიაღწია, რომელთა შორისაც დენიელ დვორესი, კერი კატზი და ჯეისონ კუნიც იყვნენ. შორთ დექ ივენთის მეორედ მოგებას ფილ აივიც ცდილობდა, მაგრამ ამერიკული პოკერის ლეგენდამ ფულში შესვლაც ვერ მოახერხა. აივისა და იუს გარდა, ივენთში Triton-ის დამაარსებელი და აზიური პოკერის ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე, პოლ ფუაც მონაწილეობდა. სწორედ ფუა გახდა ტურნირის 'ბაბლ ბოი', რომლის შემდეგაც ტურნირის მონაწილეებმა შვებით ამოისუნთქეს - თითოეულ მათგანს მინიმუმ $208.500 დოლარიანი ანაზღაურება გარანტირებული ჰქონდა. თავად იუს პირველი ადგილის ანაზღაურებამ კი $1.010.000 დოლარი შეადგინა.
Triton Highroller-ის კვიპროსის სერიებზე არაერთმა მოთამაშემ იზეიმა გამარჯვება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ფილ აივი, მატიას აიბინგერი და ანდრაშ ნემეტი. ამ უკანასკნელმა სერიებზე ორი ივენთის მოგება შეძლო. მისმა მოგებამ $1.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.





