WSOP-ზე დასწრების ნაცვლად, ფილ აივი დიდ ქეშ-გეიმს თამაშობს

ფილ აივი, ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია, ვის გამოჩენასაც ლას ვეგასში ელიან. უკვე წლებია, რაც აივის WSOP-ის საზაფხულო სერიებზე არ გაუბრწყინია. წლევანდელი პოკერის ფესტივალი, როგორც ჩანს, მის გარეშე ჩაივლის, რადგან სატურნირო პოკერის ნაცვლად, აივი დიდ ქეშ-გეიმს დაესწრება. 

გასულ კვირას, Hustler Casino-ს წარმომადგენლებმა ქალაქში დიდი თამაში დააანონსეს. $200/$400 ულიმიტო ჰოლდემის ორდღიან სესიას, რომლის მინიმალური ბაი-ინი $100.000 დოლარი იყო, ფილ აივი და ტომ დუანი დაესწრნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ წარიმართა თამაში, მაგრამ აივის გულშემატკივრებს მისი ნახვის შესაძლებლობა დენიელ ნეგრანუს პოდკასტში მიეცათ. 

როგორც ლეგენდარულმა მოთამაშემ თქვა, ლას ვეგასში ის იშვიათად ჩადის, მაგრამ ქალაქში ყოფნისას არასდროს უშვებს მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას. აივის თქმით, აქტიურ თამაშში მას ხელს მისი პირადი პრობლემები უშლიან. რა პრობლემებზე საუბრობს აივი - რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს. მას ორი აქტიური სასამართლო დავა აქვს კაზინო Borgata-ს და კაზინო Crockfords-ის წინააღმდეგ. საქმე ე.წ. edge sorting-ს ეხება - ტექნიკას, რომელსაც ფილ აივი ბაკარას სესიაზე კარტების ამოსაცნობად იყენებდა. ორივე სასამართლო პროცესი, რომლებიც წლების განმავლობაში იწელებოდა, აივიმ წააგო და შედეგად, ზარალის ანაზღაურება დაეკისრა, თუმცა მან განაჩენის გასაჩივრება გადაწყვიტა. 

თეგები
ფილ აივი WSOP 2021

რუმები

ქართული უცხოური