2021 US Poker Open: დევიდ პიტერსის ჰეთთრიკი და $823.650-იანი მოგება
დევიდ პიტერსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - მიმდინარე სატურნირო სერიაზე მან მე-3 გამარჯვება მოიპოვა, რაც მის ამ სეზონის შემოსავალს $823.650 დოლარამდე ზრდის.
გასულ დღეებში, მან US Poker Open-ის ჰაი როლერ ჩემპიონატის 2 ტურნირის მოგება მოახერხა. პირველ მათგანზე, პიტერსმა $217.800 დოლარი მოიგო, $10.000 დოლარიან შორთ დექ ივენთზე კი - $124.200 დოლარი. აღსანიშნავია, რომ შორთ დექ პოკერმა ამერიკაშიც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა - $10.000-იან ღონისძიებაზე US Poker Open-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 99 მოთამაშე დარეგისტრირდა.
რაც შეეხება პიტერსის უკანასკნელ გამარჯვებას: თამაში $25.000 დოლარიანი ულიმიტო ტეხასური ჰოლდემი იყო. ტურნირის ფასის გათვალისწინებით, ღონისძიებაზე მხოლოდ საუკეთესოები დარეგისტრირდნენ. ფინალურ მაგიდაზე, დევიდ პიტერსთან ერთად, დენ შეკს ჯეიკ დენიელსსა და სერგეი რეიჰაჩსაც ნახავდით. გადამწყვეტ ბრძოლაში, პიტერსმა ივან ზუფიკი დაამარცხა და $465.750 დოლარის მფლობელი გახდა. WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელის კარიერული სატურნირო შემოსავალი $34.5 მილიონ დოლარს აჭარბებს.