დაგ პოლკი დენიელ ნეგრანუს არაკეთილსინდისიერ თამაშში ადანაშაულებს

რამდენიმე დღის წინ, დენიელ ნეგრანუსა და დაგ პოლკს შორის მიმდინარე ჰედს-აპ დაპირისპირება ცოტა ხნით შეწყდა. ამის მიზეზი დაგ პოლკის პროტესტი იყო, როგორც თავად ამბობს, დენიელ ნეგრანუს არაკეთილსინდისიერ საქციელზე. პოლკი ნეგრანუს ბრალს სდებს თამაშის განზრახ შენელებისთვის, რის გამოც მან ხანგრძლივი 'სით აუთი' აიღო. 

საქმე იმაშია, რომ დაპირისპირების დასრულებამდე დაახლოებით 5.000 დარიგებაა დარჩენილი. ამ მომენტისთვის, დენიელ ნეგრანუ დიდ ზარალშია და ნაკლებსავარაუდოა, რომ ის ამ დეფიციტიდან ამოსვლას შეძლებს. გასული კვირის სესიაზე კი, რომელმაც დაგ პოლკის პროტესტი გამოიწვია, დენიელ ნეგრანუმ ე.ი. 'თენქინგს' მიმართა: თითოეული მოქმედებისთვის ის 20 წამიან თაიმ ბანკს იყენებდა. 

მატჩის არბიტრმა, ფილ გალფონდმა მსგავს საქციელში წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა, მაგრამ პოკერში, ისე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არსებობს ეტიკეტის დაუწერელი კანონები. ჰედს-აპ თამაშში, 'ბატონის' პოზიციიდან გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური დროის აღება და მსგავსი მეთოდის რეგულარული გამოყენება ძალიან ცუდ საქციელად ითვლება, რაც მოთამაშეების კრიტიკას ხშირად იმსახურებს. 

ამ მომენტისთვის, 25.000 დარიგებიდან, წყვილს 5.000-მდე დარიგება აქვს დარჩენილი. დაგ პოლკი $736.000 დოლარიანი პლუსით ლიდერობს და, სავარაუდოდ, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. 

რუმები

ქართული უცხოური