Negreanu VS Polk: დაგ პოლკმა მილიონიანი ბარიერი გადალახა
ნეგრანუსა და პოლკის ისტორიულ დაპირისპირებაში, როგორც იქნა, დაგ პოლკმა მილიონდოლარიანი ბარიერი გადალახა. 770 დარიგებიანი სესიის შემდეგ, მისი პლუსი $298.984 დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში, წყვილმა 17.878 დარიგება ითამაშა, რის შემდეგაც, დაგ პოლკის ანგარიშზე $1.002.595 დოლარია.
ჰედს-აპისთვის დამახასიათებელი დისპერსიის გამო, თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, დენიელ ნეგრანუმ ზედიზედ 5 სესიის მოგება შეძლო, რაც გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ვარაუდობდნენ, დაგ პოლკის მხარეს დიდი უპირატესობაა. მართლაც, 30 სესიის შედმეგ, მისი ლიდერობა საგრძნობლადაა გაზრდილი და ნაკლებადსავარაუდოა, რომ დარჩენილი სესიების $200/$400 ლიმიტზე ნეგრანუ მილიონი დოლარის მოაღებას შეეძლება.
მძიმე სესიის შემდეგ, ნეგრანუს აშკარად ნერვებმა უმტყუნეს: "არ მგონია, რომ სოფტი გაუმართავია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი ჩაწყობილია. პოკერს უკვე 28 წელია ვთამაშობ და ასეთი რამ არასდროს გამომიცდია. წარმოუდგენელია, რაც ხდება." შეგახსენებთ, რომ PokerStars-თან გაუქმებული კონტრაქტის შემდეგ, დენიელ ნეგრანუ GGPoker-ის სახე გახდა, მაგრამ მეტოქესთან დაპირისპირება ნეიტრალურ მინდორზე გადაწყვიტა. შესაბამისად, თამაში WSOP.com-ის პოკერის აპლიკაციაზე იმართება, რომლის გამართულობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის ეპარება.





