მანჩესტერის ფანმა ლივერპულზე £55.000 ფუნტი დადო

მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანმა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა, როცა პრემიერ ლიგის გამარჯვებული ლივერპული გახდა. ერთი შეხედვით, წინადადება აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მასში ერთი შეცდომაც კი არ არის. 

55 წლის ტონი ვორდი თავგადაკლული გემბლერია. როგორც თვითონ ამბობს, ის ფეხბურთის ქომაგია... მხოლოდ ტელევიზორთან, საკუთარ სავარძელში. მას სტადიონები და ხმაურიანი შეძახილები არ ხიბლავს. 2017 წელს მას დედა გარდაეცვალა, რომელმაც £55.000 ფუნტ სტერლინგი დაუტოვა. მას შემდეგ, ის ფულის სწორად 'დაბანდებაზე' ფიქრობდა. 

"ლივერპულს ყოველთვის ეტყობოდა, რომ ტიტულის მოგებას შეძლებდნენ" - ამბობს ვორდი. ასეთი ლოგიკა საუკეთესოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი მსჯელობა £55.000 ფუნტის დადებას ვერ ამართლებს, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და შედეგად, £91.000 ფუნტიანი პლუსიც ნახა. 

ვორდის წინააღმდეგ არამხოლოდ ლივერპულის შანსები, არამედ ვირუსიც თამაშობდა. პანდემიის გამო, ინგლისის პრემიერლიგას გაუქმების საფრთხე დაემუქრა. მრავალთვიანი განხილვის შემდეგ, პრემიერლიგაც აღდგა და ლივერპულმაც, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის მოგება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური