ონლაინ პოკერის ტრაფიკი ბოლო 5 წლის პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა

შესაძლოა, ბოლოდროინდელი მოვლენები ვინმემ მეორედ მოსვლად შეაფასოს, მაგრამ ონლაინ პოკერი აპოკალიფსისგან შორსაა. პირიქით: სათამაშო ინდუსტრიის მიმომხილველისა და ჟურნალისტის, ნიკ ჯონსის განმარტებით, ონლაინ პოკერს ახალი ოქროს ხანა უდგება. 

ჯონსის ინფორმაციით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში, ონლაინ პოკერის ტრაფიკი მაქსიმუმამდე გაიზარდა და, საშუალოდ, ონლაინ რუმებში ერთდროულად ჩართულ 45.000 მოთამაშემდე ავიდა. ჯონსი ონლაინ პოკერის ტრაფიკს 2015 წლიდან მოყოლებული აკვირდება და მან ზუსტად იცის ზაფხულისა და ზამთრის ჩავარდნები თუ აღმასვლები. მისი განმარტებით, ასეთი აქტივობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არასდროს დაფიქსირებულა. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ევროპაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის შედეგია: ადამიანები დიდ დროს ატარებენ სახლებში, კომპიუტერებთან და გართობის მიზნით ონლაინ პოკერს მიმართავენ. სწორედ ამაზე საუბრობდა რამდენიმე დღის წინ დენიელ ნეგრანუ, რომელიც კარანტინის პერიოდში, ამერიკის მთავრობას ონლაინ პოკერის ლეგალიზებას თხოვდა, რათა მოსახლეობას გასართობი ჰქონოდა. 

რუმები

ქართული უცხოური