კორონავირუსის გამო დენიელ ნეგრანუ ონლაინ პოკერის ლეგალიზაციის მოთხოვნით გამოდის

COVID-19-ის გამო, მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. პარალელურად, აშშ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა, რაც საზღვრების ჩაკეტვას და, რიგ შემთხვევებში, საკარანტინო მდგომარეობას გულისხმობს. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, ზარალი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას მიადგება, წარმოუდგენლად დიდი იქნება. 

შექმნილი ვითარების გამო, დენიელ ნეგრანუ წინადადებით გამოდის, რომ აშშ-ის მთავრობამ, დროებით მაინც, ონლაინ პოკერი ლეგალური გახადოს. "როგორც წესი, ზაფხულის პერიოდი ონლაინ პოკერ-რუმებისთვის ყველაზე დაბალი შემოსავლით გამოირჩევა, რადგან ზაფხულობით ადამიანები სახლებს ტოვებენ, სამოგზაუროდ მიდიან და კომპიუტერთან ჯდომით დროს არ კლავენ, - ამბობს ვეტერანი მოთამაშე, - ამ ზაფხულს კი, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვანაირად იქნება. ადამიანებს დროის მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება სახლში მოუწევთ." 

სწორედ ამ მიზეზის გამო, ნეგრანუს აზრით, დროული იქნება ონლაინ პოკერის ლეგალიზაცია, რადგან ეს ადამიანებს გართობის საშუალებას, ხოლო პოკერ-რუმებს ბიუჯეტში ფულის შეტანის შესაძლებლობას მისცემს. "ჩვენ ამის გადატანა მოგვიწევს, - ამბობს ნეგრანუ კორონავირუსზე, - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მომზადებულები შევხვდეთ ამ მოვლენას. აშკარაა, რომ საგაზაფხულო-საზაფხულო ტურნირების სერიები გადაიდება. ეს ტრაგედია არ იქნება, თუ ჩვენ ადამიანებს დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას მივცემთ."

დენიელ ნეგრანუ, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ევროპის გამოცდილებაზე: "ჩვენ უნდა ვისწავლოთ იტალიისგან, რომელსაც 2 კვირის წინ 500-600 ინფიცირებული პაციენტი ჰყავდა, ხოლო შემდეგ 16 მილიონიანი ჩრდილოეთ იტალიის იზოლირება გახდა საჭირო. ამჟამად კი, სრულიად იტალიის მოსახლეობაა საკარანტინო მდგომაროებაზე გადაყვანილი. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ხერხი ადამიანებისთვის დისტანციური მუშაობისა და გართობის შესაძლებლობის მიცემა იქნებოდა. მოთამაშეებს და პოკერით დაინტერესებულ ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად თამაშის საშუალება უნდა მიეცეთ! ეს ეკონომიკასაც ნაკლებ დარტყმას მიაყენებს და ადამიანებსაც თავის შექცევის საშუალება ექნებათ."

რუმები

ქართული უცხოური